ნინო ქათამაძე კონცერტებზე ხშირად ატარებს ცრემლის ფორმის საყურეს. როგორც ამბობს, ეს საყურე ოქრომჭედელმა მამამ დაუმზადა და აჩუქა.

ნინო ქათამაძე: – ეს საყურე ჩემთვის თილისმაც არის და სახლის სიყვარულიც. მამა და ორი ძმა ოქრომჭედლები არიან, პერიოდულად მჩუქნიან და მანებივრებენ მსგავსი საჩუქრებით.

ეს საყურე დიდი ხნის წინ მაჩუქა მამამ და ძალიან მიყვარს. სულ მახსოვს, მამას ნათქვამი. საყურესთან ერთად ბუმერანგი გამომიგზავნა და მითხრა, ისეთ ადგილას დადე, რომ გახსოვდეს – რასაც გაგზავნი, ის დაგიბრუნდებაო.

როდესაც ოჯახის წევრები მენატრებიან, ამ ნივთებს ვატარებ. ბებია რომ მომენატრება, მის შარფს ვიკეთებ, რომელიც მის სურნელს ატარებს. დეიდას მოსასხამს მაშინ ვიცვამ, როცა მენატრება. მათბობს, ძალას მმატებს და სიყვარულზე მელაპარაკება.

No description available.

პრაიმტაიმი

comments