„შეგიძლიათ, ტრ..-ზე მაკოცოთ“ – სიკვდილმისჯილთა უკანასკნელი სიტყვები

ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა დანაშაულისთვის სიკვდილით დასაჯეს… რას ამბობდნენ ისინი სიცოცხლის ბოლო წუთებში? რამდენად მძიმე და ემოციურია იმის გაცნობიერება, რომ ეს სიცოცხლის უკანასკნელი წუთია.

თორი თვეინ მაკნეიბი

Alabama Inmate, Defiant Before His Execution

„დედა, დაო… შეხედეთ ჩემს თვალებს. მე არ მაქვს ცრემლები. არ მეშინია. ალაბამა, მე მძულხარ შენ! მე მძულხარ შენ! მე მძულხარ შენ”…

მაკნეიბის ვერდიქტი აღსრულდა ლეტალური ინექციით მას შემდეგ, რაც 1997 წელს მონტგომერის პოლიციის თანამშრომლის მკვლელობაში სასამართლომ დამნაშავედ სცნო.

ბარბარა გრაჰამი

Кровавая Баббс». Дело Барбары Грэм (окончание) | Блогер SusanaAtkins на  сайте SPLETNIK.RU 12 ноября 2016 | СПЛЕТНИК

„კარგი ხალხი ყოველთვის დარწმუნებულია საკუთარ სიმართლეში“

ბარბარა გრაჰამი სიკვდილით დასაჯეს გაზის ოთახში. მას ფულისა და ძვირფასეულობის გამოძალვის მიზნით ნაცნობი ქალის მკვლელობაში დასდეს ბრალი.

ჯეიმს ფრენჩი

„იქნება ეს ხვალინდელი გაზეთების ჰედლაინებში?“

ჯეიმსი სიკვდილით ელეტროსკამის გამოყენებით დასაჯეს, 1966 წელს. მას ოკლაჰომას ციხეში მკვლელობის ბრალდება წარუდგინეს.

ტომას გრასო

„მე ჯერ არ მიმიღია ჩემი სპაგეტი. მომიტანეთ სპაგეტი და პრესა“.

ოკლაჰომას სასამართლომ ტომას გრასო დამნაშავედ სცნო რამდენიმე მოხუცის მკვლელობაში. 1990 წელს მან განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა 87 წლის ქალბატონი, მომდევნო წელს კი სიცოცხლეს გამოასალმა 81 წლის მამაკაცი.

კარლა ფეი ტაკერი

„ახლა მე იესოსთან ვიქნები. ყველა ძალიან მიყვარხართ. ყველას გნახავთ, როდესაც იქ მოხვალთ. დაგელოდებით“.

კარლა ფეი ტაკერი 1998 წელს სიკვდილით დასაჯეს, ლეტალური ინექციის გამოყენებით. სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო 1989 წელს ჩადენილი მკვლელობასა და ყაჩაღობაში თანამონაწილეობისთვის.

ჯონი ფრენკ გარეტი

 

 

„მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს ოჯახს სიყვარულისა და ზრუნვისთვის. დანარჩენ მსოფლიოს კი შეუძლია ტრ..ზე მაკოცოს“.

ჯონი ფრენკ გარეტი 1992 წელს ლეტალური ინექციის გამოყენებით სიკვდილით დასაჯეს. მას 71 წლის მონაზვნის გაუპატიურებასა და მკვლელობაში დასდეს ბრალი. დანაშაული ტეხასში 1981 წელს მოხდა. გარეტის სიკვდილით დასჯიდან 12 წლის შემდეგ, 2004 წელს საქმეში ახალი მტკიცებულება წარმოიშვა, რომელიც მის უდანაშაულობაზე მეტყველებს.

პრაიმტაიმი

comments