ლეგენდარულ პორტუგალიელ ფეხბურთელს კრიშტიანუ რონალდუს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

რონალდუ თავს კარგად გრძნობს, მისი დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ამჟამად იზოლაციაში იმყოფება.

კრიშტიანუ რონალდუ ხვალ შვედეთთან დაგეგმილ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

comments