ერევანში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ საარტილერიო იერიში მიიტანეს. დაშავებულების და ზარალის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

სოხმეთის ხელისუფლების ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში საარტილერიო ბრძოლები მიმდინარეობდა, გამთენიისას კი აზერბაიჯანის არმიამ შეტევა ჩრდილოეთის მიმართულებაზე განაახლა.

სომხეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, სომეხმა სამხედროებმა მოწინააღმდეგის კიდევ ერთი თვითმფრინავი, ჯავშანტექნიკა და 100-ზე მეტი ჯარისკაცი გაანადგურეს.

comments