სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­გორც სა­კა­ნონ­მდებ­ლო, ასე­ვე აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არას­დროს უჩი­ო­და მი­ლი­ო­ნერ წევრთა რა­ო­დე­ნო­ბას. ბევ­რი მათ­გა­ნი დღეს ისევ პო­ლი­ტი­კა­ში ყოფ­ნას ამ­ჯო­ბი­ნებს, მე­ტიც, ამას აუ­ცი­ლებ­ლო­ბად მი­იჩ­ნევს. ან რა გა­საკ­ვი­რია, სა­ქარ­თვე­ლო ხომ ის ქვე­ყა­ნაა, სა­დაც პო­ლი­ტი­კა კეთ­დე­ბა ფუ­ლით და ფული – პო­ლი­ტი­კით. პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლით ისი­ნი ძი­რი­თა­დად სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის გა­დარ­ჩე­ნა-ლო­ბი­რე­ბას ცდი­ლო­ბენ, მათ­თვის ფულს პლუს ძა­ლა­უფ­ლე­ბა, უდ­რის სრულ­ყო­ფი­ლე­ბას.

არის თუ არა ფული პო­ლი­ტი­კურ კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში გან­მსა­ზღვრე­ლი ფაქ­ტო­რი, ეს უკვე ნა­ნა­ხი გვაქვს. ამას­თა­ნა­ვე, ისიც არა­ხა­ლია, რომ რო­დე­საც ერთ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას აქვს ბევ­რად მეტი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი, ვიდ­რე მის კონ­კუ­რენ­ტებს, მას უფრო ად­ვი­ლად შე­უძ­ლია ამომ­რჩევ­ლამ­დე სა­კუ­თა­რი სათ­ქმე­ლის მი­ტა­ნა და იმ მომ­სა­ხუ­რე­ბე­ბის შეს­ყიდ­ვა, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის­თვის.

ambebi.ge-მ გა­და­ხე­და წამ­ყვა­ნი პარ­ტი­ე­ბის პრო­პორ­ცი­ულ და მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სი­ე­ბის წევ­რებს და რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მათ­ში არა­ერ­თი მი­ლი­ო­ნე­რია. ვი­ნა­ი­დან, რო­გორც წესი, ქო­ნე­ბას ახ­ლო­ბელ-მე­გობ­რებ­ზე აფორ­მე­ბენ და დიდ­წი­ლად ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ებ­ში იმის მე­ა­თედ­საც არ აფიქ­სი­რე­ბენ, რა­საც ფლო­ბენ. პო­ლი­ტი­კა­ში წა­სულ მი­ლი­ო­ნერ­თა უძ­რავ – მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ზუს­ტი გან­სა­ზღვრა შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა ინ­ტერ­ნეტ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი რიგი კვლე­ვე­ბის, ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბი­სა თუ რე­ესტრის ამო­ნა­წე­რე­ბის შე­ჯე­რე­ბით, ვე­ცა­დეთ წარ­მოგ­ვედ­გი­ნა მი­ლი­ო­ნერ­თა სია, ვინც 20/20-ის სა­პა­რა­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში დე­პუ­ტა­ტო­ბის­თვის იბ­რძვი­ან.

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” პრო­პო­რა­ცი­უ­ლი და მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სიის მი­ლი­ო­ნერ­თა კრე­ბუ­ლი ასე­თია (კან­დი­დატ­თა ქო­ნე­ბის რი­ცხობ­რი­ვი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი აღე­ბუ­ლია 2017 წელს არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია “მე­დი­ა­ტორ­მის” მიერ 2017 წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვი­დან):

  • ბექა ოდი­შა­რია – 12 400 000 ლარი.
  • ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი – 9 800 000 ლარი.
  • გოჩა ენუ­ქი­ძე – და­ახ­ლო­ე­ბით, 200 მი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დე
  • პა­ა­ტა კვი­ჟი­ნა­ძე – 3 700 000 ლარი.
  • ნინო წი­ლო­სა­ნი – 2 074 207 ლარი.
  • ირაკ­ლი კოვ­ზა­ნა­ძე – 2 491 190 ლარი.
  • თა­მარ ტა­ლი­აშ­ვი­ლი – 3 383 989 ლარი.
  • ირაკ­ლი ხა­ხუ­ბია – 2 183 100 ლარი.
  • სამ­ველ მა­ნუ­კი­ა­ნი – 1 270 150 ლარი.
  • ვიქ­ტორ ჯა­ფა­რი­ძე – 2 296 700 ლარი.
  • ისკო და­სე­ნი – 2 150 060 ლარი.
  • გო­დერ­ძი ჩან­ქსე­ლი­ა­ნი – 2 835 000 ლარი.
  • ელ­გუ­ჯა გო­ცი­რი­ძე – 6 000 000 ლარი

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” სა­პარ­ლა­მენ­ტო სი­ა­ში 71 ნომ­რად გა­მოჩ­ნდა მი­ლი­ო­ნე­რი გი­ორ­გი ბარ­ვე­ნაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც, 31 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, შე­საძ­ლოა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს ამ­ქარს შე­უ­ერ­თდეს. ბარ­ვე­ნაშ­ვილ­მა 2012 წლი­დან დღემ­დე 5 კომ­პა­ნია და­ა­ფუძნა. ეს ის ბიზ­ნეს­მე­ნია, კა­ლა­ძეს, თა­ლაკ­ვა­ძეს, ენუ­ქი­ძეს, წუ­ლა­ი­ა­სა და სხვებს იტა­ლი­ა­ში, მი­ლი­არ­დე­რე­ბის კუ­რორტზე, კო­მოს ტბა­ზე რომ უმას­პინ­ძლა. გი­ორ­გი ბარ­ვე­ნაშ­ვილ­მა თა­ვის დრო­ზე, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას 60 ათა­სი შეჰ­მა­ტა, ხოლო ა.წ. 14 სექ­ტე­მე­ბერს ასე­ვე 60 ათა­სი ლარი უკვე “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” შეს­წი­რა.

პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა “ლელო” მი­ლი­ო­ნე­რებს ლი­დე­რებ­ში­ვე აერ­თი­ა­ნებს მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძი­სა, რომ­ლის ქო­ნე­ბაც, სულ ცოტა, ნა­ხე­ვარ მი­ლი­არდ დო­ლარს აღ­წევს  და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის სა­ხით.

“მო­ნი­ტო­რის” ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ლი­ო­ნერ­თა რი­გებ­შია აკა­კი ბო­ბო­ხი­ძეც, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად “ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტია. სა­მი­ო­დე წლის წინ, ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ბო­ბო­ხი­ძე 1 219 450 ლა­რის უძ­რავ-მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მფლო­ბე­ლი იყო.

  • ბლოკს “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა” – “ძალა ერ­თო­ბა­შია” სი­ა­ში ასე­ვე ჰყავს მი­ლი­ონ­რე­ბი.

ესე­ნი გახ­ლა­ვან:

ბიზ­ნეს­მე­ნი კობა ნა­ყო­ფია, რომ­ლის ქო­ნე­ბაც, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 800 მი­ლი­ონ დო­ლა­რად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი.

რაჭა-ლე­ჩხუმ-სვა­ნე­თის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი დი­ლარ ხა­ბუ­ლი­ა­ნი, რო­მე­ლიც მე-4 მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რიც იყო და რომ­ლის­თვი­საც მი­ლი­ო­ნე­ბის გარ­და, დიდი მო­ნა­პო­ვა­რია ისიც, რომ ყო­ფილ სპორ­ტსმენს 1991 წელს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის აქ­ტზე აქვს ხელი მო­წე­რი­ლი.

ნატო ჩხე­ი­ძე (ხა­შუ­რის, ქა­რე­ლის და გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ნა­წი­ლის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი), რომ­ლის ქო­ნე­ბაც და­ახ­ლო­ე­ბით 51 მი­ლი­ო­ნი ლა­რია.

კა­ხა­ბერ ოქ­რი­აშ­ვი­ლი (ბოლ­ნი­სის, დმა­ნი­სის, თეთ­რი­წყა­როს და წალ­კის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი), რომ­ლის ქო­ნე­ბაც ცნო­ბი­ლია, რომ 500 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მე­ტად არის შე­ფა­სე­ბუ­ლი (მას ეკუთ­ვნის სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლი პსპ. ასე­ვე აქვს წი­ლე­ბი და აქ­ცი­ე­ბი სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ებ­ში). მას სხვა მი­ლი­ო­ნე­რე­ბის­გან ისიც გა­მო­არ­ჩევს, რომ 2004 წლი­დან ყვე­ლა მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტია. მან ახ­ლა­ხან, ძმებ ცე­ზარ და ლაშა ჩო­ჩე­ლებ­თან ერ­თად პარ­ტია – “პროგ­რე­სი და თა­ვი­სუფ­ლე­ბა” შექ­მნა და “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას” და­უ­მე­გობ­რდა.

ცე­ზარ ჩო­ჩე­ლი (მცხე­თის, დუ­შე­თის, თი­ა­ნე­თი­სა და ყაზ­ბე­გის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი), რო­მელ­საც “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, მცხე­თა­ში გუ­ბერ­ნა­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა.

აბ­დუ­ლა ის­მა­ი­ლო­ვი, რო­მე­ლიც ბიზ­ნეს­მე­ნი და არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ქო­ნე­ბის მფლო­ბე­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა “პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის” მი­ლი­ო­ნე­რებს, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შთამ­ბეჭ­და­ვი ქო­ნე­ბა აქვს პარ­ტი­ის ლი­დერს და­ვით თარ­ხან-მო­უ­რავს, რომ­ლის ქო­ნე­ბაც რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ონს შე­ად­გენს. “ალი­ან­სის” სი­ა­შია მულ­ტი­მი­ლი­ო­ნე­რი ფრი­დონ ინ­ჯი­აც, რომ­ლის ქო­ნე­ბაც 100 მი­ლი­ონ დო­ლარს აჭარ­ბებს.

bpn.ge

comments