გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინების და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ვარაუდობს, რომ კორონავირუსის მეორე ტალღის პიკი დეკემბრის ბოლოს იქნება. ამის შესახებ ფხაკაძემ “დღის კურიერში” ისაუბრა.

მისი თქმით, ინფექციის მატებასთან დაკავშირებით კალკულაცია გაზაფხულზე გაკეთდა, 1918-1919 წლების “ესპანური გრიპის” და სხვა ვირუსების მონაცემებზე დაფუძნებით.

“რომ შეხედოთ დროს, აბსოლუტურად ერთი-ერთში ჯდება. იწყება ოქტომბერში, დეკემბრის ბოლოს იქნება პიკი, დეკემბრის ბოლოდან უკვე ჩამოდის ქვემოთ და მესამე, პატარა ტალღა იქნება, დაახლოებით, აპრილში-მაისში” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

comments