საქართველოს საპატრიარქომ მღვდლებს SMS შეტყობინება გაუგზავანა და საეკლესიო მსახურების დროს მრევლს რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ინფრომაცია, საპატრიარქოს პრესსამსახურმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ Facebook-ზე გაავრცელა.

“დღეს მღვდელმსახურებთან საპატრიარქოსაგან დაიგზავნა სმს შეტყობინება, საჭიროა მსახურებისას, მრევლმა გამოიყენოს პირბადე, დაიცვას დისტანცია, მსახურების შემდეგ მოხდეს ტაძრის დამუშავება სადეზინფექციო საშუალებებით”, – წერს მამა ანდრია ჯაღმაიძე.

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 214 ადამიანი, 4 კი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 16 285;
  • გამოჯანმრთელებულია – 7 827;
  • მათ შორის გარდაცვლილია – 128;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება – 5 900;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1 388;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.
comments