ორი წლის წინ თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, ერთერთმა  სტუდენტმა აღმოაჩინა რომ სასწავლო პროგრამაზე წვდომა სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო  შეეზღუდა, თუმცა გადასახადი – 2500 ლარი სტუდენტს გადახდილი ჰქონდა. მას შემდეგ, რაც პრობლემის შესახებ ფაკულტეტს აცნობა, გაირკვა რომ თანხა მართლაც გადახდილი იყო, თუმცა სტუდენტის ანგარიშზე არ იძებნებოდა. ფაკულტეტის მენეჯერი გიორგი კულდონიშვილი “მთავარს” უყვება,  მან პრობლემის შესწავლა დაიწყო, რის შემდეგაც აღმოაჩინა, რომ სტუდენტმა ბანკში ჩარიცხვის ნაცვლად 2500 ლარი უნივერსიტეტის ბუღალტერს  ლიანა ოშხერელს გადაუხადა, ბუღალტერმა კი გადახდა არ დააფიქსირა.

ბუღალტერი დააკავეს, თუმცა ძალიან მალე 50 000 ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა. როგორ მოახერხა საშაულოშემოსავლიანმა ბუღალტერმა ასე მალე 50 ათასი ლარი შეგროვება, კთხვა არავის გასჩენია. ლიანა ოშხერელის გარდა საქმეზე არავინ დაუკავებიათ, იმის გამო რომ მომხდარი არ გახმაურებულიყო, ბუღალტრის ხელმძღვანელმა ლია არქანიამ გადარიცხხვა მოაგვარა, ბუღალტერი კი გაათვისუფლესსტუდენტ კულდონაშვილს ეჭვი აქვს რომ  ბუღალტერი მარტო არ მოქმედებდა, და ხელმძღვანელი პირებიც ჩართული იყვნენ საქმეში და გამოძიებაც ბოლომდე არ მისულა. თავად ლია არქანია მომხდარზე არ საუბრობს.

როგორც ირკვევა, ეს ერთადერთი დარღვევა არ არის, რაც ტექნიკურ უნივერსიტეტში ფიქსირდება.  უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომელი აკაკი ქებურია გვიყვება, რომ მილიონ ნახევრიანი პროექტი სტუდენტური ტელევიზია გაურკვეველი მიზეზის გამო დაიხურა. ის ამბობს, რომ ტელევიზიის დახურვა დარღვევით მოხდა.

აკაკი ქებურია იხსენებს რომ  “ქართული ოცნება” ხშირად ცდილობდა ტელევიზიისა და სტუდენტების პარტიული მიზნებისთვის გამოყენებას, თუმცა, იმის გამო რომ ეს ვერ მოახერხეს, ურჩი სტუდენტები ტელევიზიის დახურვით დასაჯეს. ქებურიას ეს ეჭვი დეკანის აღიარებამ გაუმძაფრა, სადაც ივანე ჯაგოდნიშვილი ამბობს, რომ მას ტელევიზიის დახურვა არ უნდა, თუმცა ავალებენ.

რატომ დაიხურა სტუდენტური ტელევიზია და ხდებოდა თუ არა დანარჩენი პროექტებიდან ხელმძღანელობსი სასარგებლოდ თანხის გაფლანგვა, ამ კითხვით ჩვენ ფაკულტეტის დეკანს ივანე ჯაგოდნიშვილს მივმართეთ. დეკანმა თანხის გაფლანგვა უარყო.

რა ბედი ეწევა სტუდენტურ ტელევიზიას ეს ჯერ არავინ იცის. რაც შეეხება ფინანსურ დანაშაულს რომელიც არ გახმაურდა, ჩვენ დავინტერესდით თუ რა შედეგით დასრულდა საბოლოოდ გამოძიება და იყვნენ  თუ არა გარეული  საქმეში სხვა პირებიც, ამაზე ჯერჯერობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსგან პასუხები არ მიგვიღია.

comments