“გახარიამ გამიხმოვანა ბიძინა ივანიშვილის და უჩა მამაცაშვილის გადაწყვეტილება”- ვახო გოძიაშვილი

0

ბიზნესმენი ვახო გოძიაშვილი მთავარ არხზე გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

,,დღევანდელი სიუჟეტიდან ჩანდა ნაწილი იმ მიზეზების,თუ რატომ ჩახსნეს ჩემი კომპანია.იქედან გამომდინარე რომ ჩვენი პრიორიტეტი იყო სქემის გათეთრება,ბიზნესის მოწესრიგება(რაც თავისთავად ნიშნავდა რეკულტივაციას და ყველა იმ ღონისძიების გატარებას,რომელიც მადნეულის მოპოვების დროს გარემოს მინიმალურ ზიანს მიაყენებდა და ამ კუთხით გახარიასთან ერთად შევხვდით გარემოს დაცვის მინისტრსაც,დეტალურად გავაცანით ჩვენი გეგმა გარემოს დაცვის კუთხით.მეორე დღეს გახარიამ გამიხმოვანა ბიძინა ივანიშვილის და უჩა მამაცაშვილის გადაწყვეტილება რომ უნდა გავსულიყავი ამ ბიზნესიდან.)რა თქმა უნდა არ აწყობდათ ამ მავნებლებს,რადგან ჩვენი მუშაობა ითხოვდა დიდ დანახარჯებს გარემოს დაცვის კუთხით და ასევე ყველა გადასახადის გადახდას,სწორედ ამიტომ კომპანია MN-Georgia.ს მოგება ჩვენი ბიზნეს გათვლებით შეადგენდა 14მლნ დოლარს და არა 40-ს.გარწმუნებთ რომ მათი რეალური შემოსავალი ბევრად მეტია.რთული გასაგები არ არის თუ რატომ გამოგვაძევეს ჩვენ ამ ბიზნესიდან და ჩემს მიერ შექმნილ სქემაში შეიყვანეს ეს მავნებლები,ხელშეკრულებაზეც კი არ უმუშავიათ პირდაპირ ჩემი დააკოპირეს.(რომელიც გახარიას გადავეცი თავის დროზე.)თუმცა მინდა ვთქვა რომ დროებით.ყველას მოუწევს ამ საკითხზე პასუხისგება.ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებამდე და კომპანია MN-Georgia-ს ბოლომდე აუნაზღაურებენ მიყენებულ ზიანს რომელიც დღეს 100მლნ-მდეა ასევე საჯაროდ მოუხდიან ბოდიშს და ჩვენ დავიბრუნებთ იმ ბიზნეს რომელიც ჩვენი ინიციატივით შეიქმნა.”

comments
Share.

About Author