თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მთავრობამ რეკომენდაციები გაამკაცრა

0

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, საბჭოს ახალი გადაწყვეტილებით, მკაცრი რეკომენდაციაა, რომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გარე სივრცეებში მოქალაქეებმა პირბადე ატარონ. მეზვრიშვილის თქმით, ამას შესაბამისი სამსახურები გააკონტროლებენ.

“სამ ქალაქში სადაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ამას მოითხოვს დღეის მდგომარეობით ეს გახლავთ თბილისი ქუთაისი და ბათუმი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მკაცრი რეკომენდაცია, გარე სივრცეებში პირბადის ტარების, განსაკუთრებით იმ ადგილებში გარეთ სადაც დისტანციის დაცვა არის შეუძლებელი, ეს შესაბამისი სამსახურების მხრიდან გაკონტროლდება”, – თქვა ნათია მეზვრიშვილმა

მეზვრიშვილის თქმით, ამ ხერხს ევროპის ბევრმა ქვეყანამ მიმართა ეპიდემიის მეორე ტალღასთან გასამკლავებლად.

comments
Share.

About Author