ავჭალაში მანქანაში მამაკაცი ჩაცხრილეს

0

ნიკა მელიას ინფორმაციით, ავჭალაში სარაჯიშვილის ქუჩაზე, მანქანაში მამაკაცი ჩაცხრილეს. მისივე ინფორმაციით, გარდაცვლილის ხელში იარაღი ეჭირა.

მკვლელმა შემთხვევის ადგილიდან გაქცევა მოახერხა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მათ გასროლის ხმა რამდენჯერმე გაიგეს. შემთხვევის ადგილზე მივიდა პროკურორი, რომელმაც დეტალებზე არ ისაუბრა.

“რუსთავი 2” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ფაქტის შესახებ დეტალებს არკვევენ.

comments
Share.

About Author