უმშვენიერესი ქართველი გოგონას სიმღერამ მთელი რუსეთი აალაპარაკა

0

25 წლის ელენე ნინიძის სიმღერამ, ამი დღის წინ მთელი რუსეთი აალაპარაკა. უმშვენიერესმა ქართველმა გოგონამ, ყველაზე პოპულარულ რუსულ მუსიკალურ პროექტში „ახალი ხმა“ მიიღო მონაწილეობა.

ელენე თბილისში ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, თუმცა როცა სწავლა დაიწყო, ერთ წელიწადში მიხვდა, რომ მას სულ სხვა მიზნები ჰქონდა და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა.

„პრაიმამბებმა“ მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

– თბილისში კავკასიის მედიის სკოლაში ვსწავლობდი ჟურნალისტიკაზე, მუსიკა ყოველთვის იყო ჩემი გატაცება, ვმღეროდი, მაგრამ სერიოზულად არ მიფიქრია ამ საქმეს გავყოლოდი, როდესაც კავკასიის უნივერსიტეტის მედიასკოლაში ჩავაბარე, ერთ წელიწადში აკადემიური ავიღე და საცხოვრებლად დეიდასთან გადმოვედი მოსკოვში, აქ ჩავაბარე კონსერვატორიაში და მივხვდი, მომღერლობა მინდა. საქართველოში ამას ვერ გავაკეთებდი, რუსეთი კი დიდი ბაზარია, განვითარებულია ეს სფერო  და ამიტომაც შევაჩერე არჩევანი ამ ქვეყანაზე.

– როგორ მოხვდით „ახალ ხმაში“?

– ჩემი მონაცემები გავგზავნე და შემარჩიეს. 30 000 განაცხადიდან ჯერ 500 შეირჩა, შემდეგ 120 და ე.წ. ბრმა კასტინგზე მოვხვდით 48 მომღერალი. ეს ყველაზე პოპულარული მუსიკალური შოუ არის რუსეთში, უამრავი ადამიანი უყურებს და ნებისმიერი დამწყები მომღერლის ოცნებაა ამ პროექტში მოხვდეს. ისეთი მონაწილეებიც იყვნენ, რომლებიც 7-8 წელი გზავნიდნენ თავიანთ მონაცემებს. მე მეორედ ვცადე და გამიმართლა.

– შარშან რატომ არ გაგიმართლათ?

– წინა წელს, როდესაც ჩემი განცხადება ნახეს დამიბარეს შიდა ტურზე, თუმცა საბოლოოდ პროექტში ვერ მოვხვდი. ახლა ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ამ ერთ წელიწადში როგორც მომღერალი ძალიან გავიზარდე და მზად ვარ პროექტისთვის. მარტში როდესაც კარანტინი გამოცხადდა იმიტომ დავრჩი რუსეთში, დარწმუნებული ვიყავი, ივნისში კასტინგზე დამიბარებდნენ.

– როგორ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები კასტინგებზე?

– შიდა ტერიტორიაზე მკაცრი კონტროლის გარეშე ვერ მოხვდები. ნიღაბის მოხსნის საშუალება მხოლოდ მაშინ გაქვს, როდესაც სცენაზე შედიხარ. ამის გამო მაკიაჟსაც კი რამდენჯერმე გვიკეთებენ.

– კონსკურსისთვის სიმღერა “what’s Up” თავად შეარჩიეთ?

– იყვნენ ისეთი კონკურსანტები ვისაც პროდუსერებმა თავად შეურჩიეს სიმღერა, მე კი მითხრეს 5 სიმღერა ამერჩია, ამ ხუთ სიმღერაში შედიოდა ეს სიმღერაც და მართალია, ყველაზე ნაკლებად მისი შესრულება მინდოდა, მაგრამ პროდუსერების გადაწყვეტილებით, ამ სიმღერით წარვსდექი ჟიურის წინაშე.

– ვინ არიანს ჟიურის წევრები?

– ჟიურის წევრები არიან პალინა გაგარინა, ბასტა, სერგეი შნუროვი და ვალერი სუტკინი. მე შნუროვი და სუტკინი შემომიტრიალდა. არჩევანი ვალერი სუტკინზე გავაკეთე, რადგან ობიექტურად შემაფასა, თან ძალიან უყვარს ქართველები. როდესაც ვთქვი, რომ მე ვარ ელენე საქართველოდან, თბილისიდან – ჟიურის განსაკუთრებული ემოციები ჰქონდა. შნუროვმა უთხრა კიდეც სუტკინს, გაგიმართლა ჯგუფში ქართული ტემპერამენტი რომ გყავსო.

უამრავი კომენტარი მოჰყვა საზოგადოების მხრიდან ჩემს გამოსვლას, ნეგატიური შეფასებებიც არის, მაგრამ ძირითადად დადებიტად მაფასებენ და იმასაც წერენ, მაგარი გოგოა, თავის ქართველობას რომ არ არცხვენსო.

– სწავლის დასრულების შემდეგ, რუსეთში აპირებთ დარჩენას?

– პირველ წელს როცა გადმოვედი, გადაწყვეტილი არ მქონდა რას ვაპირებდი ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, ახლა მივხვდი აქ მინდა ცხოვრების გაგრძელება. მართლა მაგარი ქალაქია მოსკოვი, ადამიანს გცვლის. ისეთი რიტმია სულ გაქვს რაღაცის გაკეთების სტიმული. ხალხი ისეთი დასაქმებულია და ისეთი რიტმით ცხოვრობს უფრო მეტი გინდა. აქ შოუბიზნეს მაგრადა არის  განვითარებული და ჰონორარებიც ისეთია არ ჩამოუვარდება ამერიკას.

comments
Share.

About Author