მოქალაქეებს უფლება აქვთ, იმ საბანკო ვალდებულებებისგან გათავისუფლდნენ, რომლებიც პანდემიამდე აიღეს -ნინო ბურჯანაძე

0

მოქალაქეებს უფლება აქვთ, იმ საბანკო ვალდებულებებისგან გათავისუფლდნენ, რომლებიც პანდემიამდე აიღეს, – ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მეტროსადგურ “რუსთაველის” შესასვლელთან განაცხადა, სადაც პეტიციების შეგროვება დაიწყო.

მისივე თქმით, ქვეყანაში ფორსმაჟორული სიტუაციაა, ამიტომ მოქალაქეებს პანდემიის დასრულებამდე საბანკო ვალდებულების ძირი თანხის გადახდაც კი უნდა შეუჩერდეთ.

“დღეს ჩვენ პეტიციების შეგროვებას ვიწყებთ, იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობას მივმართოთ – პანდემია ფორსმაჟორული სიტუაციაა, ამიტომ მოქალაქეებს უფლება აქვთ, იმ საბანკო ვალდებულებებისგან გათავისუფლდნენ, რომლებიც პანდემიამდე აიღეს. მთავრობა ვალდებულია, რომ ბანკებთან ერთად ადამიანებს ის პროცენტები მოუხსნას, რომელიც მათ ახლა, ამ პანდემიის პირობებში გადასახდელი აქვთ. ამავდროულად, ის ჯარიმები მოეხსნათ, რომელიც სესხებზე დაეკისრათ და უფრო მეტიც, პანდემიის დასრულებამდე ძირი თანხის გადახდაც კი შეუჩერდეთ”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

 

comments
Share.

About Author