პროგნოზირება რთულია, ვართ დამოკიდებული 3 მილიონ 700 ათასი ქართველი მოქალაქის კეთილსინდისიერებაზე- ეკატერინე ტიკარაძე

0

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გამწვავების დონის პროგნოზირება შეუძლებელია, რადგანაც შემდგომი ინფიცირებულების რიცხვი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ასრულებს მოსახლეობა შესაბამის რეკომენდაციებს.

ჯანდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, ატარონ პირბადე და დაიცვან სოციალური დისტანცია.

“ჩვენ, ალბათ, გადავალთ იმ რეჟიმში, როცა ყველა მომდევნო რიცხვი შეიძლება იყოს რეკორდული მაჩვენებელი. ეს არის მოლოდინი. ჩვენ მუდმივ რეჟიმში მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ დაიცვან სოციალური დისტანცია, გამოიყენონ ნიღაბი, რომლის გამოყენებაც, დღევანდელი მდგომარეობით, ყველაზე ეფექტურია პანდემიასთან ბრძოლაში. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენი მოსახლეობის ქცევა იქნება იმის შესაბამისი, რაც არის ჩვენი მოწოდებები, ის პროგნოზი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ საერთაშორისო ინსტრუმენტებზე დაყრდნობით, იქნება ცვალებადი. რა თქმა უნდა, რთულია, ეს რიცხვი იქნება 3000 თუ 5000, ვინაიდან ჩვენ ვართ სრულად დამოკიდებული 3 მილიონ 700 ათასი ქართველი მოქალაქის კეთილსინდისიერ ქმედებებზე,”-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

comments
Share.

About Author