საქართველოს მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციაში დაპირისპირება კვლავ გრძელდება

0

 მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციაში დაპირისპირება კვლავ გრძელდება. მოქმედ პრეზიდენტს, ნაკრების ყოფილ მწვრთნელებსა და მკლავჭიდელებს შორის დაძაბულობა არ ცხრება.

სპორტსმენები აცხადებენ, რომ ვიდრე სოსო ჯაჭვლიანი თანამდებობას არ დატოვებს, პრობლემა ვერ მოგვარდება.

მკლავჭიდელები სისტემატურ მშვიდობიან საპროტესტო აქციებს აანონსებენ, თუმცა არჩევნების შემდეგ.

ამ ეტაპზე მკლავჭიდელები ითვალისწინებენ სპორტის სამინისტროს თხოვნას და საპარლამენტო არჩევნებამდე ყოველგვარი ღია დაპირისპირებისგან თავს იკავებენ.

comments
Share.

About Author