იტალიური კინოს ქართველმა ვარსკვლავმა ლუკა ჩიქოვანმა რომის იმპერატორის გვირგვინი მოირგო

0

იტალიელი თინეიჯერების გულთამპყრობელ Sky Italia-ს მხატვრულ ფილმში „Power of Rome“ იმპერატორის ავგუსტუსის როლს შეასრულებს ქართველი კონის ვარსკვლავი ლუკა ჩიქოვანი

ახალგაზრდა ვარსკვლავი გადასაღები მოედნიდან, ფოტოებს სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ იმპერატორის როლზე დაამტკიცეს.

ფილმის რეჟისორი ჯოვანი ტროილოა.

ლუკა უკვე 26 წლისაა და ვარსკვლავურ ცხოვრებას აგრძელებს – ის ორ ახალ იტალიურ კინემატოგრაფიულ და სატელევიზიო პროექტზე მუშაობს, მას შოუბიზნესიც სწყალობს, ხშირად იღებენ რეკლამებსა თუ მუსიკალურ კლიპებში.

ამ შემოდგომაზე ლუკამ ვენეციის ბიენალეზეც მიიღო მონაწილეობა. მსახიობი მოკლემეტრაჟიანი ფილმის „Revenge Room“-ის პრემიერით გამოჩნდა მსოფლიოს უძველეს და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კინოფესტივალზე. ფილმი ახალგზარდებისთვის აქტუალურ თემაზეა გადაღებული.

comments
Share.

About Author