კორონავირუსის ყველაზე დიდი მსხვერპლი დღეღამეში – გარდაცვლილია 23 ადამიანი

0

დღეს, 27 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით რეკორდულად ბევრი 23 პაციენტი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილებიდან 8 პაციენტი აჭარიდანაა. ამის შესახებ ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოზე გახდა ცნობილი.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვყავს 23 გარდაცვლილი, მათ შორის თბილის 9 ადამიანი, აჭარაში 8, იმერეთში 2, შიდა ქართლში 2, ხოლო მცხეთა-მთიანეთში 2 ადამიანი”, – თქვა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ.

მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში 482 მძიმე პაციენტია, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 105 პირი იმყოფება.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში მკაცრი ეპიდემიოლოგიური ზომების მიღების აუცილებლობა არ დგას და ეკონომიკა ვეღარ დაიკეტება.

რაც შეეხებათ ექსპერტებს, უნდა დადგინდეს რა გახდა ვირუსით გარდაცვალებულთა მიზეზები და რატომ გაახალგაზრდავდა გარდაცვლილთა ასაკი. მათი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დიაგნოსტირება სწრაფად მოხდეს.

გასულ 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 1 824 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 262 პაიციენტი გამოჯანმრთელდა ხოლო 23 გარდაიცვალა. ეს გარდაცვალების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. 

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია – 32 127;
  • გამოჯანმრთელებულია – 12 632;
  • მათ შორის გარდაცვლილია – 238;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება – 3 757;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები -2 249;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –  3 847 მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია –  41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 42 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 32 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

comments
Share.

About Author