კოვიდსასტუმროს დატოვების შემდეგ გარდაცვლილი 21 წლის ბიჭი, ანსამბლ “თუთარჩელას” სოლისტი ნიკოლოზ მედოიძე იყო

0

26 ოქტომბერს კოვიდსასტუმროს დატოვების შემდეგ გარდაცვლილი 21 ბიჭი, ახალგაზრდულ ანსამბლ “თუთარჩელას” სოლისტი ნიკოლოზ მედოიძე იყო.

სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის განცხადებით, ნიკა მედოიძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული იყო.მათი ცნობით, მომღერალი 3 ოქტომბერს მოთავსდა საკარანტინე სივრცეში კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო. საკარანტინე პერიოდის გასვლის შემდეგ მას კოვიდინფექცია პი-სი-არ ტესტით დაუდგინდა, რის შემდეგაც მისი მეთვალყურეობა კოვიდსასტუმროში გაგრძელდა. პროტოკოლით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, 25 ოქტომბერს ნიკა მედოიძე ჯანმრთელი გაეწერა კოვიდსასტუმროდან.

თუმცა, აქვე შეგახსენებთ, რომ ახალი პროტოკოლის მიხედვით, პაციენტის გაწერა ისე ხდება, რომ მას ტესტირება არ უტარდება.

ახალგაზრდის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის უეცარი გაჩერება სახელდება.

სამედიცინო ექსპერტიზის ზუსტი პასუხი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

comments
Share.

About Author