დაინფიცირებულ სულს დაინფიცირებული სხეული სჯობს – ნინო ბურჯანაძე

0

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე, კორონავირუსზე ისაუბრა.

მისი თქმით, თუ ქვეყანაში ყველაფერი ერთი ადამიანის მიერ იქნება ნაყიდი, „ამაზე დიდი უბედურება და „კოვიდი“ ამ ქვეყანას ვერ დაემართება“.

„დღეს, სამწუხაროდ ტრადიცია გრძელდება. ჟურნალისტი მეკითხებოდა და იყო ასეთი კითხვები, თქვენ ხალხი არაფრად მიგაჩნიათ, თქვენი მიზნებისთვის „კოვიდის“ პირობებში ხალხი გამოგყავთ. ძალიან მოკლედ და მარტივად ვუთხარი – რა თქმა უნდა, არავის არ გვინდა, რომ „კოვიდით“ დავინფიცირდეთ, მაგრამ დაინფიცირებულ სულს, ნამდვილად დაინფიცირებული სხეული სჯობს. „კოვიდი“, რა თქმა უნდა საფრთხეა, მაგრამ თუ მოხდება, რომ ხელისუფლება შეძლებს, რომ არჩევნებმა აზრი დაკარგოს, ხელისუფლებამ ადამიანებს უთხრას, შენ ამდენი ღირხარ, შენ ამდენს გადაგიხდი და თუ ყველაფერი იქნა ამ ქვეყანაში ერთი ადამიანის მიერ ნაყიდი, ამაზე დიდი უბედურება და „კოვიდი“ ამ ქვეყანას ვერ დაემართება“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

comments
Share.

About Author