IMG_5805ხმაური იყო ,,ქართული ოცნების” კასპის ორგანიზაციის შტაბში, სადაც  გამგებლობის კანდიდატი გოჩა გოჩიტაშვილი 2 ივნისს ვერ შევიდა. შენობის ჭიშკრის წინ პარტიის აქტივისტები და დამფუძნებლები იდგნენ. გასაღების მიტანას პარტიული სიის მე-10 ნომერი ქეთი წურწუმია აგვიანებდა. რამაზ ბერიანიძე, რომელიც რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებელია და 2 წლის განმავლობაში ოფისის ხელმძღვანელი იყო, შტაბის დაკავებას და ამჟამინდელი ხელმძღვანელის, თბილისელი რამაზ ბუღაძის შეშვებას არ აპირებდა. რამაზ ბერიანიძის თქმით, პარტიაში, სადაც 50 ათასი ლარი გაქრა და კონკრეტულმა პირებმა შეჭამეს, მის ხელმძღვანელად ბუღაძე არ უნდა მუშაობდეს.

 

რამაზ ბერიანიძე კონკრეტულ გვარებს ასახელებს.

 

 

წყარო: qartli.ge

comments