რას ყვება დედა, რომელმაც კასპში 7 თვის ჩვილი საწოლში გაგუდა? – გახმაურებული ამბის უცნობი დეტალები

0

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში ამ საზარელმა მკვლელობამ გასულ წელს მთელი ქვეყანა შეძრა. არასრულწლოვანმა დედამ 7 თვის შვილი გაგუდა და სახლიდან გაიქცა.ბრალდებული მაშინ ცხელ კვალზე დააკავეს. სასამართლო პროცესები დახურული იყო, რადგან განსასჯელი არასრულწლოვანი გახლდათ.გორის რაიონულმა სასამართლომ ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ დედას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.მომხდარის შესახებ იმთავითვე სხვადასხვა ვერსიები ვრცელდებოდა.

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა თუ რა უამბო სასამართლოს 16 წლის ბრალდებულმა, მ.შ-მ, რომელიც სამართალდამცავებმა ფაქტიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს.

„სასამართლოში რამდენჯერმე სპექტაკლი გაითამაშა, ვითომ ცუდად გახდა. თავიდან არ აღიარებდა, მაგრამ მერე ყველაფერი მოყვა. ვიღაც სხვა ბიჭთან ურთიერთობაზე ისაუბრა, რომელთანაც სურდა გაქცევა და მაგიტომაც მოიპარა სახლიდან ყველაფერი – ფული, ოქრო. წაეღო, მაგრამ ბავშვს, უცოდველ პატარას რას ერჩოდა?! რატომ გამოასალმა სიცოცხლეს?! უთქვამს, გაღიზიანებული ვიყავი, სულ ტიროდა და დეპრესია მქონდა ამის გამო, მეგონა ცუდად იყოო. მისთის ზემდეტი სიტყვა არავის უკადრებია ქმრის ოჯახში. მოიგონა, რომ თითქოს ცუდად ექცეოდნენ, თავს საშინელ ადამიანად გრძნობდა და ვითომ ამით საკუთარ თავს ტკივილი მიაყენა. დიახ, ასე თქვა – მინდოდა ტკივილი მიმეყენებინა საკუთარი თავისთვისო“, – გვიყვება გარდაცვლილი ჩვილის მამის ახლობელი.

ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ არასრულწლოვანი დედა საკუთარ ჩვილს ხშირად უყვიროდა, რადგან ბავშვის ტირილი აღიზიანებდა.

მათივე ინფორმაციით, ბავშვის გაგუდვის შემდეგ მ.შ-მ სახლიდან ფული, ოქროული და ტანსაცმელი წაიღო და თბილისში გაიქცა.

რაც შეეხება გამოძიებას, აი, რას ამბობდა შსს არასრულწლოვანი დედის დაკავების შესახებ:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და კასპის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული მ.შ. ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.შ-მ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა. სამართალდამცველებმა მ.შ.-ს ადგილსამყოფელი რამდენიმე საათში დაადგინეს და დააკავეს.

გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.

მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, მოსამართლემ ბრალდებული ასაკიდან გამომდინარე მსუბუქი საპატიმრო ღონისძიება გამოიყენა, რასაც გარდაცვლილი ბავშვის ახლობლების გაღიზიანება მოჰყვა.

comments
Share.

About Author