31 წლის ლადო შარაშიძის მკვლელობის შესახებ ახლობლებს საუბარი უჭირთ

0

ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით გუშინ მეზობლის სახლში მოკლეს. მეზობლების თქმით, 31 წლის დათო შარაშიძეს, სავარაუდოდ ჯერ ფეხის არეში ესროლეს, შემდეგ კი სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში მიაყენეს.

სავარაუდო მკვლელი სოფელ ხალას მკვიდრია, ისინი ახლო მეზობლები იყვნენ. ახლობლებს მკვლელობის ვერსიებზე საუბარი უჭირთ. მათთვის უცნობია, რა დაპირისპირება უძღოდა მკვლელობას წინ.

მეზობლების თქმით, მათთვის ასევე უცნობია, იყვნენ თუ არა სახლში მკვლელობის დროს ოჯახის სხვა წევრები.

ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მალევე მიიმალა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

“მეგობრები, მეზობლები იყვნენ. მათ შორის თუ რამე იყო საიდუმლო არაფერი არ ვიცი “- აცხადებს ერთ-ერთი მეზობელი.

comments
Share.

About Author