პომპეოს ვიზიტის დღეს რუსთაველი მოფენილი იქნება სტიკერებით “გაყალბებულია”

0

რუსთაველის გამზირზე გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად შეკრებილ მოსახლეობას “ევროპული საქართველოს” ერთერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ, მიმართა. მისი თქმით, ოპოზიციისა და ხალხის უპირველესი მიზანი გამძლეობაა, თუმცა ხელისუფლების ოპონენტებს პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმაც აქვთ.  “ზუსტად 1 წლის წინ ჩვენ გავხდით გამაოგნებელი გადაგდების მომსწრე, როდესაც მონა დაჩი ბერაიამ და დიმიტრი ხუნდაძემ გვითხრეს, რომ პროპორციული სისტემა ზღაპარი ყოფილა და, თურმე, ჩვენ ამას არ დაგვპირდნენ. მას შემდეგ ჩვენ არ ვნებდებით, მოვდივართ და ვეუბნებით ივანიშვილს, რომ ვერ დაგვიმორჩილებს. ხშირად გვსაყვედურობენ და გვეკითხებიან, რა არის ჩვენი გეგმა. ამის პასუხი მარტივია – გამძლეობა, მაგრამ უფრო კონკრეტულ გეგმასაც გეტყვით. 17-18 ნოემბერს საქართველოს ეწვევა მაიკ პომპეო, ჩვენ ყველანი მივესალმებით მას და მსოფლიოს ვანახებთ მდუმარე პროტესტს – რუსთაველზე დავაფენთ სტიკერებს, რომელზეც ეწერება “გაყალბებულია”. ჩვენ ყველას ერთი გეზი გვაქვს, უნდა ვიყუროთ წინ და მსოფლიოს დავანახოთ, რომ ქართველები არ შევეგუებით სიყალბეს. მეორე ტურების დღეს, 21 ნოემბერს, ცოცხალ ჯაჭვს გავაკეთებთ, რათა ჟვანიამ და ყველამ დაინახოს, რომ არაფერს ვთმობთ”, – ამბობს უგულავა. 

ამასთან, ოპოზიციონერის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, კონკრეტულად რომელ ოპოზიციურ პარტიას უჭერენ აქციის მონაწილეები მხარს – მთავარია, მოქალაქეები თანხმდებიან, რომ არჩევნები გაყალბებულია.

comments
Share.

About Author