მაგას ხო არ ძმარავს ცოტა?! – უგულავა კობახიძეზე

0

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა, პარლამენტის გადაყენებულ თავმჯდომარის ინიციატივას, რომელიც ოპოზიციას დებატებს სთავაზობს, “მთავარი არხის” ეთერში ეხმაურება. გიგი უგულავა ამბობს, რომ ყველაფერს თავს წესი და წინაპირობა აქვს.

უგულავას თქმით იმ შემთხვევაში თუ დებატები მართლაც შედგება, ის ნეიტრალურ ტერიტორიაზე, ყველა წამყვანი არხის ჟურნალისტის მონაწილეობით უნდა გაიმართოს და არა რომელიმე კონკრეტულ ტელევიზიაში.

მისივე თქმით, დებატების შემთხვევაში, მონაწილეობა პარტიის თავმჯდომარემ, პარლამენტის თავმჯდომარემ და პრემიერმინისტრმა უნდა მიიღონ

კობახიძემ სადღაც წამოწოლილმა ეთერში ესე გააკეთა, მე ეხლა დებატი მინდა და აბა ბიჭებო დებატი იქნება, ეგრე ელაპარაკოს თავისნაირებს, სადაც გაუვა. ჯერ დავიწყოთ, ვინ არის კობახიძე? ღლაპი, რომელიც ყველაზე უფრო დაუჯერებელ სისულელეებს ლაპარაკობს, ან ალაპარაკებენ, მაგ პარტიას ხო ჰყავს თავმჯდომარე?- ივანიშვილი. თუ დებატი უნდა და მაღალი წარმომადგენლობა – მოვიდეს. ამ ოლიგარქს კიდე ჰყავს რამდენიმე პაჟი, მათ შორის ერთ ერთია პრემიერმინისტრი, რომელიც როგორც მენეჯერი უკვე ვნახეთ რაც იყო, ბოლომდე ჩააფლავა კოვიდთან ბრძოლა, ახლა მოვიდეს როგორც პოლიტიკოსი და დაჯდეს.

არის წინაპირობები, რომლებიც უნდა შესრულდეს. მოინდომა ბიჭმა ახლობელ ტელევიზიაში  და გავარჩიოთ საქმე, მაგას ხო არ ძმარავს ცოტა?! …იყოს” ამბობს გიგი უგულავა.

ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას დებატები გუშინ შესთავაზა.

comments
Share.

About Author