ბიძინა ივანიშვილის ამოცანაა იყოს ფადიშაჰი – ნინო ბურჯანაძე

0

ბიძინა ივანიშვილის მიზანი ახლა სრულიად ოპოზიციის განადგურებაა – ამბობს დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი. ნინო ბურჯანაძე ვარაუდობს, რომ იმ შემთხვევაში თუ ახალი პარლამენტი შეიკრიბება, ის მხოლოდ რამდენიმე თვე იფუნქციონირებს, შემდგ კი ვადამდელი არჩევნები დაინიშნება:

ბიძინა ივანიშვილის ამოცანაა, ქართული ოპოზიციური სპექტრი, ყველა ვინც გაბედა და მას შეეწინააღმდეგა, ხელი მოუსვას და გაანადგუროს. თვითონ დაინიშნოს ოპოზიცია და იყოს ფადიშაჰი. არ გამოვა, ამას ოპოზიციური სპექტრი და ქართული საზოგადოება არ დაუშვებს.

არავინ არ შევა პარლამენტში, თუ საერთოდ შედგა ეს პარლამენტი და თუ შედგება მიმიცია რამდენიმე თვე და ჩვენ აუცილებლად მოვიპოვებთ ხელახლა არჩევნებს” ამბობს ნინო ბურჯანაძე “ღამის მთავარში” საუბრისას. 

comments
Share.

About Author