მხარს ვუჭერთ ოპოზიციის ბრძოლას პარლამენტის შიგნით და არა ბოიკოტს – აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი

0

მხარს ვუჭერთ ოპოზიციის ბრძოლას პარლამენტის შიგნით და არა ბოიკოტს – აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს საკითხზე სპეციალური ბრიფინგი გაიმართა.

ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზეც ისაუბრეს. მათ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდეს, ცვლილებებისთვის პარლამენტიდან იბრძოლონ და საარჩევნო დარღვევები კანონიერი გზებით გააპროტესტონ:

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ამბობს, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოში არაერთხელ ჩატარდა არჩევნები, დარღვევები კი მუდმივად ერთი და იგივეა: ხმების მოსყიდვა, დაშინება, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, რაც იმით გამოიხატება, რომ საჯარო მოხელეები უზრუნველყოფენ ხმებს მოქმედი ხელისუფლებისთვის.

თუმცა იქვე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი აცხადებს: “ჩვენ ხელს ვუწყობთ ოპოზიციას, იბრძოლოს ცვლილებებისთვის პარლამენტში, კვლავ არ მიმართონ ბოიკოტის გზას. ჩვენ მოვუწოდებდით მათ, იბრძოლონ შიგნიდან. თქვენ არჩეულნი ხართ თქვენი მომხრეების მიერ, რომ შეხვიდეთ პარლამენტში და შეიტანოთ ცვლილებები.
ბოიკოტი იგივეა, რაც უკვე ნანახი ფილმის ნახვა. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, შევიდნენ პარლამენტში, განახორციელონ საარჩევნო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც შემდეგი არჩევნები უკეთესი იქნება”.- აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირები.

comments
Share.

About Author