“ცეს­კოს­თან ხომ მი­ას­ხეს წყა­ლი? – ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ აცხა­დებს “ლო­ქ­და­უნს” და ამ­ბობს, რომ ცხოვ­რე­ბა მშვე­ნი­ე­რია”

0

პო­ლი­ტო­ლოგ გია ხუ­ხაშ­ვი­ლის აზ­რით, შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე, ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, რო­მე­ლიც მიხ­ვდა, რომ არ შე­უძ­ლია კრი­ზი­სის მარ­თვა, თვა­ლე­ბი და­ხუ­ჭა, სი­რაქ­ლე­მას პო­ზა­ში ჩად­გა და ცდი­ლობს ხე­ლე­ბი და­ი­ბა­ნოს. ამ თემაზე ის “ამბები.ჯი”-თან საუბრობს:

“ვფიქ­რობ, რომ კა­ნონ­შიც წე­რია და კონ­სტი­ტუ­ცი­ი­თაც გან­სა­ზღვრუ­ლია, რომ ჩვენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ვქი­რა­ობთ იმი­ტომ, რომ და­იც­ვას თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ძი­რი­თა­დი ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბი – სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბა, ჯან­მრთე­ლო­ბის უფ­ლე­ბა, კე­თილ­დღე­ო­ბა და ა.შ. ასე რომ, ამ შემ­თხვე­ვა­ში, ბუ­ნებ­რი­ვია, ვისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცია. ვინ და რა რისკ-ფაქ­ტო­რე­ბი ზე­მოქ­მე­დებს ამ ყვე­ლა­ფერ­ზე, ეს ცალ­კე სა­კი­თხია, თუმ­ცა წილი სხვა ფაქ­ტო­რე­ბი­სა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას მი­ნი­მა­ლუ­რია, მათ შო­რის – ოპო­ზი­ცი­ის. ოპო­ზი­ცი­ის ქმე­დე­ბებ­ზეც, თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მა­ინც ხე­ლი­სუფ­ლე­ბაა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. ოპო­ზი­ცი­ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სხვა ტი­პის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თუ თვლის, რომ რა­ღაც ექ­სტრე­მა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უნდა გა­ა­ტა­როს, მან უნდა გა­ა­ტა­როს და უზ­რუნ­ველ­ყოს ამ ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა. ცეს­კოს­თან რომ მი­ვიდ­ნენ, ხომ მი­ას­ხეს წყა­ლი? მაგ­რამ თვი­თონ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ თვლის ასე, არ აცხა­დებს “ლო­ქ­და­უნს” და ამ­ბობს, რომ ცხოვ­რე­ბა მშვე­ნი­ე­რია. ანუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გან­წყო­ბა­შიც და მოქ­მე­დე­ბა­შიც არ იგ­რძნო­ბა ის, რომ ვი­თა­რე­ბა არის ექ­სტრე­მა­ლუ­რი. შე­სა­ბა­მი­სად, ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში რა უნდა მო­თხო­ვო ოპო­ზი­ცი­ას?

ვფიქ­რობ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მიხ­ვდა, რომ არ შე­უძ­ლია ამ ყვე­ლაფ­რის მარ­თვა და უბ­რა­ლოდ, თვა­ლე­ბი და­ხუ­ჭა, სი­რაქ­ლე­მას პო­ზა­ში ჩად­გა და ცდი­ლობს ხე­ლე­ბი და­ი­ბა­ნოს.

მას უხა­რის­ხო მცდე­ლო­ბე­ბიც აქვს, რომ ყვე­ლა­ფე­რი ოპო­ზი­ცი­ას და­აბ­რა­ლოს, სა­ერ­თო გლო­ბა­ლურ პრობ­ლე­მა­ზე ჩა­მო­წე­როს და ა.შ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვი­მა­ლავს მარ­ტივ სტა­ტის­ტი­კას, რომ მი­ლი­ონ მო­სახ­ლე­ზე გა­და­ან­გა­რი­შე­ბით, ჩვენ დღეს ჩემ­პი­ო­ნე­ბი ვართ – ასე­თი რა­ო­დე­ნო­ბის ინ­ფი­ცი­რე­ბა და ასე­თი შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი სტა­ტის­ტი­კა, რაც დღეს სა­ქარ­თვე­ლო­შია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ევ­რო­პა­ში საკ­მა­ოდ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა, პრაქ­ტი­კუ­ლად, არ­სად არის. იქ ბევ­რგან “ლო­ქ­და­უ­ნია”, მათ შო­რის რე­გი­ო­ნუ­ლი ჩა­კეტვის მე­ქა­ნიზ­მე­ბია, ჩვენ­თან ამას არ იყე­ნე­ბენ.

დღემ­დე არ ვი­ცით, რა რე­სურ­სი გვაქვს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა­ში, საკ­მა­ოდ პრობ­ლე­მა­ტუ­რად მუ­შა­ობს იგი­ვე ცხე­ლი ხაზი, მათ შო­რის, და­ა­ვა­დე­ბუ­ლებ­საც უწევთ რიგ­ში დგო­მა იმი­სათ­ვის, რომ ელე­მენ­ტა­რუ­ლად, ტეს­ტი აი­ღონ, მკურ­ნა­ლო­ბა­ზე სა­ერ­თოდ ლა­პა­რა­კი არ არის. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ჯან­დაც­ვის სის­ტე­მას ძა­ლი­ან უჭირთ, ვერ მარ­თა­ვენ სი­ტუ­ა­ცი­ას. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რო­გორც კარ­გმა კრი­ზის-მე­ნე­ჯერ­მა, მთა­ვა­რი დი­ვი­დენ­დი პირ­ველ ტალ­ღას­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­ი­პო­ვა. ახლა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კა­ტას­ტრო­ფულ შე­დე­გებს აჩ­ვე­ნე­ბენ.

პან­დე­მია კი­დევ უფრო თუ გავ­რცელ­და, ეკო­ნო­მი­კაც უკან მოგ­ვრჩე­ბა. კო­ლაფ­სი თუ დად­გა, ის დად­გე­ბა ეკო­ნო­მი­კა­შიც. ასე რომ, სი­სუ­ლე­ლეა ის არ­გუ­მენ­ტი, რომ ეკო­ნო­მი­კა ვერ გა­უძ­ლებს და ჩა­მო­ინ­გრე­ვა. შენ თუ თვლი, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად რა­ღაც ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბა გჭირ­დე­ბა, მაგ­რამ არ ატა­რებ და ეკო­ნო­მი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მო­დი­ხარ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, აღარც ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გე­ყო­ლე­ბა და აღარც ეკო­ნო­მი­კა გექ­ნე­ბა.

ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მცდა­რი და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ლო­გი­კა, სი­მარ­თლე გი­თხრათ, ამას კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ ვი­ზი­ა­რებ. ჩვენ სის­ტე­მურ “ლო­ქ­და­უნ­ზე” ხომ არ ვლა­პა­რა­კობთ? აქ ლო­კა­ლურ ჩა­კეტვებ­ზეა სა­უ­ბა­რი, არაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი მთე­ლი ქვე­ყა­ნა გა­ა­ჩე­რო ერ­თბა­შად, არა­მედ შე­და­რე­ბით მძი­მე ზო­ნე­ბი. მა­გა­ლი­თად, რა­ჭის ჩა­კეტ­ვას ხომ არა­ვინ გთხოვს, მაგ­რამ სა­დაც სტა­ტის­ტი­კა მძი­მე გაქვს, იქ რა­ღაც პე­რი­ო­დი უნდა ჩა­კე­ტო, ანუ რე­გი­ო­ნუ­ლი პრინ­ცი­პით იმოქ­მე­დო და ეს ახლა კი არა, მა­შინ უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ, როცა აჭა­რა­ში და­ი­წყო პრო­ცე­სი. გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად რომ შევ­ხე­დოთ, იქი­დან წა­მო­ვი­და ეს ყვე­ლა­ფე­რი. აჭა­რა რომ სა­თა­ნა­დო დო­ნე­ზე ჩა­ე­კე­ტათ 15 სექ­ტემ­ბრის­თვის, რო­დე­საც ტუ­რის­ტუ­ლი სე­ზო­ნი პრაქ­ტი­კუ­ლად მი­ნავ­ლე­ბუ­ლი და დას­რუ­ლე­ბუ­ლი იყო, შე­იძ­ლე­ბა ასე­თი მძი­მე შე­დე­გი არ მიგ­ვე­ღო. მისი იზო­ლი­რე­ბა უნდა მომ­ხდა­რი­ყო და­ნარ­ჩე­ნი სა­ქარ­თვე­ლო­დან, რომ მერე გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად არ წა­მო­სუ­ლი­ყო ჯერ იმე­რეთ­ში, შემ­დეგ – თბი­ლის­ში, რაც ინ­ტენ­სი­უ­რი მიგ­რა­ცი­ის ფონ­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო. ოპო­ზი­ცი­ის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იმა­შია, რომ მი­ტინ­გებს აწყობს, ეს გა­ვი­გეთ, მაგ­რამ ესეც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პრობ­ლე­მაა – სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა თუ არ არის, ხალ­ხი ქუ­ჩა­ში გა­მო­დის იმი­ტომ, რომ არ­სე­ბობს კი­დევ სხვა ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი. არ ვა­მარ­თლებ პან­დე­მი­ის დროს მა­სობ­რივ თავ­შეყ­რას, მით უმე­ტეს, პირ­ბა­დე­ე­ბის გა­რე­შე როცა არი­ან და არ იცა­ვენ სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბის წე­სებს, ეს ოპო­ზი­ცი­ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ზო­ნაა, მაგ­რამ მეტ­წი­ლად – ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა. ამ ეტაპ­ზე ისეა გაქ­ცე­უ­ლი სი­ტუ­ა­ცია, მეტს ვე­რა­ფერს ვი­ტყვი.”

comments
Share.

About Author