“ტომი და ჯერის” ახალი თავგადასავალი – ნახეთ თრეილერი

0

უკვე 80 წელზე მეტია, რაც ტომი და ჯერი ერთმანეთის ხაფანგში გაბმას ცდილობენ. თითქმის ერთსაუკუნოვან შუღლს ახალი გაგრძელება ექნება. 2021 წლისთვის ეკრანებზე „ტომი & ჯერის“ ახალი ფილმი გამოვა

„ტომი და ჯერის“ ახალი თავგადასავალი ანიმაციისა და რეალური კადრების კომბინაციას წარმოადგენს. ფილმში ქლოი გრეის მორეტსი სასტუმროს თანამშრომლის როლს შეასრულებს, მას კი მსუნაგი თაგვის – ჯერის დაჭერაში, ტომი დაეხმარება. სწორედ, აქედან გრძელდება ცხოველების ანტაგონისტური დაპირისპირებაც.

ფილმის პრემიერა 2021 წლის მარტშია დაგეგმილი, თუმცა COVID19-ის ეპიდემიის გათვალისწინებით, შესაძლებელია, თარიღის გადაწევაც მოხდეს.

პრაიმტაიმი

comments
Share.

About Author