მაიკ პომპეო ისე წავიდა, რომ “ოცნების” მთავრობას არჩევნების ჩატარება არ მიულოცა

0

საქართველოს დამოუკდიებლობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე  უსამართლო არჩევნების ჩატარება “ოცნების” მთავრობისთვის აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს არც 31 ოქტომრბრიდან რანდენიმე დღეში და თავად მაიკ პომპეოს ვიზიტის დროს არ მიულოცია.

ამერიკის 70-ე სახელმიფო მდივანი ქვეყანაში ისე ჩამოვიდა და საქართველოდანაც ისე წავიდა, რომ საჯაროდ არც ერთი სიტყვა უთქვამს. მხოლოდ უწყების მიერ გავრცელებული ბრიფინგების ტექსტებიდან და მისი ტვიტებიდან გავიგეთ, რომ სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსგან თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ელოდა და სწორედ ამას ითხოვოს დღესაც.

საგარეო ურთიერთობებზე მომუშავე ანალიტიკოსები და გიორგი ბადრიძე, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ სახელმწიფო მდივნის ვიზიტის ასეთი უჩვეულო პროგრამა არასოდეს უნახავს.

საქართველოსგან განსხვავებით, რომელსაც უპრეცედენტო და ფატალური დარღვევებით ჩატარებული არჩევნები არავინ მიულოცა, დასავლეთის რეაქცია მოლდოვაში მაია სანდუს გამარჯვების დროს მყისიერი იყო.

პროდასვლური ოპოზიციის ახალგაზრდა ლიდერის წარმატებას მაშინვე გამოეხმაურენ ევროკაშვრი, ევროპარლაემნტის ცალკეული დეპუტატები და ევროპული პარტიების ლიდერები, შეერტებული შტატები, უკრაინა და დასავლეთის სხვა სახელმწიფოები.

ამის შემდეგ, პომპეომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო – მისი წარმომადგენელი ფილიპ რიკერი, თბილისში საგანგებოდ დატოვა და ოპოზიციასთან მოლაპარაკება ჩაინიშნა.

საქართველოს ელჩი აშშ-ში, დავით ბაქრაძე ამბობს, რომ პომპეოს წარმომადგენელთან, ფილიპ რიკერთან, ოპოზიციის დაუგეგმავი შეხვედრა “ქართული ოცნებისთვის” მოულოდნელობა სულაც არ ყოფილა და რიკერი, რომლის საკურატორო სფერო ევრაზიაა, ისრაელში წასვლას ისედაც არ აპირებდა.

ამერიკაში საქართველოს ელჩის ეს განმარტება ოპოზიციისთვის გაუგებარი და არასერიოზულია.

შეგახსენებთ, რომ მაიკ პომპეო საქართველოში 17 ნოემბერს ჩამოვიდა. 18 ნოემბერს ის საქართველოს პრეზიდენტსპრემიერმინისტრსპატრიარქს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

comments
Share.

About Author