მომავალი კვირიდან შეზღუდვები შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს და საქალაქთაშორისო მიმოსვლასაც

0

COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, მომავალი კვირიდან შესაძლოა დამატებითი მკაცრი შეზღუდვები დაწესდეს. ინფორმაციას ამის შესახებ „რუსთავი 2“ ავრცელებს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, შეზღუდვები შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს და საქალაქთაშორისო მიმოსვლას. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო უკვე მსჯელობს და გადაწყვეტილებას მომდევნო კვირის დასაწყისში გამოაცხადებს.

ასევე, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიმდინარეობს მსჯელობა გასართობი და ფიტნეს ცენტრების დახურვასთან დაკავშირებით, თუმცა ოფიციალური უწყებები ამის შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობაზე საუბრობენ მედიკოსებიც. მათი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემა პაციენტების დაწოლას ვერ გაუძლებს და ლეტალური შედეგებიც უფრო მეტი იქნება.

 

„მთავარი ცხოვრებაში სიცოცხლეა ამიტომ სიცოცხლე უნდა გადარჩეს. ტერორში ჰყავს დღეს კორონას მთელი სამყარო. ფსიქოლოგიური ტერორი, რომ ავიცილოთ თავიდან ადამიანებს დადებითი განწყობა უნდა შევუნარჩუნოთ. დამეთანხმებიან, თუ არა სხვები არ ვიცი, მაგრამ როდესაც რესურსი არ გაგაჩნია უნდა ვიფიქროთ მკაცრ ჩაკეტვაზე“, – განაცხადა ლევან რატიანმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას.

comments
Share.

About Author