“გავიგე, რომ იგი საკუთარ თავზე ცდის ახალ პრეპარატს” – ხოფერია თენგიზ ცერცვაძეზე

0

“გავიგე, რომ იგი საკუთარ თავზე ცდის ახალ პრეპარატს. ყოველ დღე გვიზიარებს თავის დაკვირვებებს და შედეგებს,” – აღნიშნულ განცხადებას ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში თენგიზ ცერცვაძის შესახებ წერს.

“მეტრონომი” ყოფილი პარლამენტარის “ფეისბუქ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

“იყო ექიმი, ნიშნავს იყო განსაკუთრებული ეთიკური კულტურის მატარებელი! იყო განსაკუთრებული პასუხისმგებლობის პროფესიონალი! იყო განსაკუთრებული ადამიანი!
სწორედ ასეთია ბატონი თენგიზი. არა… ექიმი თენგიზ ცერცვაძე!

გავიგე, რომ იგი საკუთარ თავზე ცდის ახალ პრეპარატს. ყოველ დღე გვიზიარებს თავის დაკვირვებებს და შედეგებს… და არის ძალიან ცუდად!

მთელი დღეა ამეკვიატა ჰიპოკრატეს ფიცი…

ალბათ, იმიტომ, რომ არის ამ პიროვნების ქმედებებში განსაკუთრებული სიყვარული თავისი პროფესიისადმი და მისი უზენაესობა -ხალხისადმი!

როდესაც ვეძებდი ფიცის ექსტს, პირველად ვარიანტს გადავაწყდი. ფიცი მიმართულია მითოლოგიური ღმერთებისადმი:

“ვფიცავ აპოლო მკურნალსა, ასკლეპიოსსა, ჰიგიასა და პანაცეას და მოწმედ ვიხმობ ყველა ღმერთსა და ქალღმერთს, რომჩემი ძალ-ღონის და მიხვედრილობის შესაბამისად, კეთილსინდისიერად შევასრულო ქვემოთ დადებული ფიცი:”

და მთავრდება შემდეგი სიტყვებით:

“თუ ამ ფიცს კეთილსინდისიერად და ერთგულად დავიცავ, მომეცეს განვითარება და წარმატება ჩემს პროფესიასა და ქონებაში და ვიცხოვრო შთამომავლობისგან დაფასებულად”

ვიცხოვრო შთამომავლობისგან დაფასებულად!!!

მე მინდა შთამომავლობის სახელით მივმართო ღმერთს! უფალს! მაცხოვარს! და შევევედრო: გადაარჩინოს ეს უსაყვარლესი ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა სიცოცხლის გადასარჩენად!” – წერს ხათუნა ხოფერია.

შეგახსენებთ, რომ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც აღნიშნული კლინიკის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაავადების მეექვსე დღეს გაუარესდა, რის გამოც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

comments
Share.

About Author