“როგორც მოსალოდნელი იყო, “ქართული ოცნების” 17-ვე კანდიდატმა სადეპუტატო მანდატები მოიპოვა” -ირაკლი კობახიძე

0

რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ 17-ვე კან­დი­დატ­მა მო­ი­პო­ვა სა­დე­პუ­ტა­ტო მან­და­ტე­ბი, – ამის შე­სა­ხებ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა – დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მდი­ვან­მა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მი­უ­ხე­და­ვად ოპო­ზი­ცი­ის სა­ბო­ტა­ჟი­სა, სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ­ზე მეტი მო­ქა­ლა­ქე გა­მო­ცხად­და.

მი­სი­ვე თქმით, ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებ­სა და ბლო­კებს შო­რის კი, მან­და­ტე­ბი ასე გა­და­ნა­წილ­დე­ბა:”ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა” – 36 მან­და­ტი; “ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო” – 5 მან­და­ტი; “ლელო”, “სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნე­ბე­ლი”, პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი” და “გირ­ჩი” – 4-4 მან­და­ტი; “მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი” – 2 მან­და­ტი; “ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტია” – 1 მან­და­ტი.

“შე­დე­გად, ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის ძა­ლის­ხმე­ვით შე­თან­ხმე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის სა­ფუძ­ველ­ზე, ჩა­მო­ყა­ლიბ­და მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი, სა­დაც წარ­მოდ­გე­ნი­ლია 9 პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტი და სა­დაც მმარ­თვე­ლი პარ­ტია არ ფლობს ჭარბ უმ­რავ­ლე­სო­ბას. ეს არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, ახა­ლი, მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი გახ­დე­ბა სა­უ­კე­თე­სო პლატ­ფორ­მა პო­ლი­ტი­კუ­რი დე­ბა­ტე­ბის­თვის ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს სა­კი­თხებ­ზე. მო­მა­ვა­ლი პარ­ლა­მენ­ტი უნდა გახ­დეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტი იმ ეკო­ნო­მი­კურ და სო­ცი­ა­ლურ გა­მოწ­ვე­ვებ­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად, რომ­ლე­ბიც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გლო­ბა­ლურ­მა პან­დე­მი­ამ შექ­მნა.

თი­თო­ე­ულ ჩვენს მო­ქა­ლა­ქეს მინ­და მი­ვუ­ლო­ცო სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბა.

რა თქმა უნდა, გან­სა­კუთ­რე­ბულ მად­ლო­ბას ვუხ­დით ჩვენს მხარ­დამ­ჭე­რებს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ნდო­ბის­თვის. ამ ნდო­ბის გა­სა­მარ­თლებ­ლად „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­გაც­ნობთ მე­ო­რე ტუ­რის და­ზუს­ტე­ბულ შე­დე­გებს“, – გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

 

comments
Share.

About Author