ვინ იყო ვანგა და მართლა სრულდება, თუ არა მისი წინასწარმეტყველებები?!

0

ვანგას ნათელმხილველობის შესახებ მთელი მსოფლიოსათვისაა ცნობილი, თუმცა ყველამ არ იცის მისი წარმომავლობა და ხდება თუ არა მისი წინა საუკუნეში ნაწინასწარმეტყველევი რეალურად.
ვანგა, იგივე ევანგელია პანდევა გუშტეროვა, დაიბადა 1911 წელს ახლანდელი მაკედონიის ტერიტორიაზე. მისი მშობლები ღარიბი გლეხები იყვნენ და ჯერ კიდევ ევანგელიას პატარაობაში გარდაიცვალნენ. 13 წლის ასაკში ვანგა ქარიშხლისას სერიოზულად დაშავდა და თანდათან მხედველობის პრობლემები დაეწყო, 16 წლის ასაკში კი საერთოდ დაბრმავდა.
სწორედ ამის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ მას ნათელმხილველური ნიჭი ჰქონდა. იმასაც ამბობდნენ, რომ ვანგამ ბულგარეთის მეფის ბორის მე-3-ის ნაადრევი გარდაცვალება იწინასწარმეტყველა.

1960-იან წლებში ვანგა პოლიციის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა, მისით ინტელიგენციის არაერთი წარმომადგენელი იყო დაინტერესებული.
ვანგა 1996 წელს გარაიცვალა ბულგარეთში, თუმცა მანამდე არაერთი წინასწარმეტყველების დატოვება მოასწრო, რომელთა ნაწილიც უკვე გამართლდა, კერძოდ 5 ყველაზე ცნობილი წინასწარმეტყველება, რომელიც გამართლდა, ასე გამოიყურება:

1. მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე თავდასხმა 2001 წელს.
2. 200 წლის დამანგრეველი ცუნამი.
3. “მუსლიმური სახელმწიფოს” აღზევება.
4. ბარაკ ობამას მმართველობა
5. ბრექსიტი.
ეს ყველაფერი არაა, ვანგას კიდევ მრავალი რამ აქვს მსოფლიოსათვის ნაწინასწარმეტყველევი, თუმცა მისი სიტყვები ინტერპრეტაციის საშუალებებს იძლევა და რთულია ზუსტად დასახელდეს რაიმე სამომავლო მოვლენა.
ფაქტია, ვანგას წინასწარმეტყველებას მსოფლიოში არაერთი ადამიანი სამომავლო რეალობად იღებს.
comments
Share.

About Author