B3BB5F87-B36B-445E-BCA0-5072A01377C7_mw1024_n_s1როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებაშია აღნიშნული, ნატო-ს მოკავშირეები აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ მიიჩნევენ. “ნატო არ აღიარებს საქართველოს რეგიონ, სამხრეთ ოსეთში 2014 წლის 8 ივნისს ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს. ეს არჩევნები ხელს არ უწყობს საქართველოში არსებული ვითარების მშვიდობიან და ხანგრძლივ მოგვარებას. ნატო-ს მოკავშირეები არ აღიარებენ საქართველოს რეგიონებს – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა 4 ივნისს კიდევ ერთხელ დაადასტურეს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა”, – აღნიშნულია რასმუსენის განცხადებაში.

comments