brazilia„ევრონიუსის“ ინფორმაციით, რიო-დეჟანეიროში, მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ბრაზილიელ სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა.

რამდენიმე ათასი ადამიანი რიოს ქუჩებში ბრაზილიის ხელისუფლების მიერ საფეხბურთო ტურნირის გასამართად მილიარდობით თანხის დახარჯვას აპროტესტებდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, შეტაკების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაზიანდა ასევე ბრაზილიის ერთ-ერთი ტელეარხის სტუდია, სადაც დემონსტრანტები შეჭრას ცდილობდნენ. არსებული ინფორმაციით, დაშავებულთა შორის არიან CNN-ისა და AP-ის ჟურნალისტები.
ამასთან, 2014 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებას ფართომასშტაბიანი აქციები უძღვოდა ბრაზილიის სხვადასხვა ქალაქებში.

comments