11164743_1063435723684713_163388692649445505_n

კომპანია ემ-ენ ჯორჯიას მფლობელმა ღია წერილით მიმართა ივანიშვილს და მთავრობას, რომ მას მანგანუმის ბიზნესი ჭიათურაში გენინსპექციის ყოფილმა შეფმა, ჯანყარაშვილმა და ბიზნესომბუდსმენმა, იმავდროულად კი პრემიერის ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელმა, გიორგი გახარიამ წაართვეს და დახმარება ითხოვა. თუმცა, ამაოდ და ამიტომ ახლა ფარულ ჩანაწერებსაც აქვეყნებს.

ბიზნესმენის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს გადაცემა ბიზნეს-კურიერი ყურადღებას უთმობს.

აუდიოჩანაწერში ბიზნესმენ ვახო გოძიაშვილს გიორგი გახარია ესაუბრება და ურჩევს, ჩაჩოჩდეს, რომ ადგილი სხვა 2 კომპანიას დაუთმოს. იქვე ბიზნესომბუდსმენი ადასტურებს, რომ თავიდან ვახო გოძიაშვილის კომპანიის სხვა კომპანიით სრულად ჩანაცვლებაზე იყო საუბარი, ახლა კი სთავაზობენ, დარჩეს და თავადაც აკეთოს ფული, ოღონდ სხვებსაც გაუყოს. ანუ  ჯორჯიან მანგანეზთან თავისი ექსკლუზიური ხელშეკრულება სხვებსაც გაუნაწილოს.

comments