გოგი-თათუხაშვილი-620x330შალვა თათუხაშვილის მამა, გოგი თათუხაშვილი ტელეკომპანია იმედს, მისი შვილის საქმეზე მომზადებული გადაცემის გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ტელევიზია ქართული ოცნების და პროკურატურის პრესცენტრად იქცა, მისი თქმით გადაცემა “რეაქცია”-მ არასათანადოდ ასახა განვითარებული მოვლენები და მათი ინტერესების დამცველ ირაკლი ზაქარეიშვილს სასაუბროდ ყველაზე ნაკლები დრო დაუთმო.

გთავაზობთ გოგი თათუხაშვილის განცხადების ტექსტს.

ტვ ,,იმედი” გახდა ,,ოცნება” და პროკურატურის პრესცენტრი!
სიმართლე გითხრათ, თქვენგან მეტს მოველოდი, ტყუილად ჭამთ პუტინისა და ივანიშვილის ფულს.
ტენდენციური და სუბიექტური იყო ტვ ,,იმედის” ,,რეაქცია” ჩემს შვილ, შალვა თათუხაშვილზე. სადაც პროკურატურას კიდევ ერთხელ მიეცა საშუალება გაემართლებია თავისი ქმედებები. ჩემს ნდობით აღჭურვილი ადვოკატ, ირაკლი ზაქარეიშვილს კი ძალიან მცირე დრო გამოეყო თავისი არგუმენტების გასააშკარავებლად. რაც ერთადერთ მიზანს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა. არ ალაპარაკეს ჩემი ოჯახის წევრები. . .
ცინიკურია ,,იმედის” ე.წ. გამოკითხვის შედეგები, რომელიც წინასწარაა განსაზღვრული. სინამდვილეში პირიქითაა, 80 % – უნდობლობას და მხოლოდ 20% პროკურატურისადმი ნდობას.
ჩემს განცხადებაში ნახსენები ფაქტები მთავრობას და პროკურატურას რომ ეღიარებია თავის დროზე, შალვა დღეს ცოცხალი იქნებოდა, მაგრამ ელოდნენ და აწყობდათ შალვას სიკვდილი. არაფერ შუაშია ახალაიას საქმეზე მოწმეობა, აქ შესრულებულია რუსეთის მოთხოვნა.
პროკურატურამ ნაწილობრივ დაადასტურა ჩემს მიერ ჩამოთვლილი ფაქტები.
1. რომ შალვა იყო გატაცებული დაკითხვის შემდეგ სამი მანქანით, შემდგომში ამის ,,გაპრავებას” ცდილობენ შეთითხნილი ,,დაცვის პროგრამით”;
2. დაადასტურა, რომ შალვა არაადექვატური იყო;
3. თავიანთი ექსპერტების მეშვეობით, დააადასტურეს, რომ სიკვდილი დადგა ტოქსიკური მოწამვლის შედეგად, რაზეც მე არაერთხელ გავაფრთხილე.
4. დაადასტურეს, რომ შალვას სისხლში აღმოჩენილია ფსიქოტროპული ნივთიერებები , რომელიც გაცილებით მეტი იქნებოდა რომ გაეკეთებიათ სიცოცხლეში, როდესაც გატაცებული ჰყავდათ, ჩემი განცხადების შემდეგ.
რეალურად, პროკურატურას ისღა დარჩა აღიაროს სად ჰყავდათ შალვა 24 თებერვლიდან 18 მარტამდე და გვიჩვენონ დაკითხვის რეალური კადრები მონტაჟის გარეშე, თარიღის, დროის, ადგილის და დაკითხვაზე დამსწრე პირების ჩვენებით.
თქვენ შალვას სახელის გაფუჭება და მკვლელობა ჩაგეშალათ ჯერ კიდევ ,,მცხეთის საქმის” დროს, როდესაც აამუშავეთ მედია საშუალებები. ჩაგეშალათ, რადგანაც კარგად ვერ მოამზადეთ ე.წ. ,,დაზარალებული”, რომელიც პრესის საშუალებით ხელს ადებდა შალვას, მაგრამ ხუთი კაციდან ვერ ამოიცნო.
ჩემთვის ნათელია ყველაფერი. რა თქმა უნდა იბადება კითხვა და სამართლიანადაც, საიდან ვიცი, ან წინასწარ საიდან ვიცოდი რა ხდებოდა და სანამდე მიგვიყვანდა ეს მოვლენები. შალვას მკვლელებს გამორჩათ ის ფაქტორი, რომ მთელი ჩემი ცხოვრება ვმსახურობდი ძალოვან სტრუქტურებში და მყავს ბევრი გულშემატკივარი.
ქვემოთ მომყავს ამონარიდებები ჩემი მიმართვა-განცხადებებიდან:
25.02.2014
,,გუშინ, 24 თებერვალს, პროკურატურაში დაკითხვაზე, მოწმის სახით გამოიძახეს ჩემი შვილი, შალვა თათუხაშვილი. დაკითხვა მიმდინარეობდა ყველანაირი პროცედურული ნორმების დარღვევით.
ჩემს მიერ გაგზავნილი ადვოკატი არ შეუშვეს.
ათსაათიანი დაკითხვის შემდეგ, ღამის 03:30 წთ-ზე, წამლებით გაჟღენთილი, გაბრუებული შალვა რამდენიმე წუთით გამოიყვანეს პროკურატურიდან, გაუშვეს თავიანთი ადვოკატები.
შალვას ათქმევინეს იქ მყოფი გულშემატკივრებისათვის, რომ გაათავისუფლეს. რეალურად, იქვე ჩასვეს მანქანაში და სამი ჯიპით გაიტაცეს.
ამჟამად გაურკვეველია მისი ადგილსამყოფელი.
აწამებენ და წამლების ზემოქმედებით აწერინებენ სასურველ ჩვენებას.
მოვითხოვ, გახდეს ცნობილი მისი ადგილსამყოფელი, შეწყდეს წამება.
ჩემი ადვოკატის თანდასწრებით გაუკეთდეს სისხლის ანალიზი და დადგინდეს, რისი ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. ასევე ჩაუტარდეს ფსიქოლოგიური ექსპერტიზა.”
26.02.2014
,,ცინიზმითაა სავსე პროკურატურის პრესსამსახურის უფროსის კომენტარი ,,გურია ნიუთან. ,,თუ რაიმე პრობლემაა, დავეხმარებით, დაინტერესდება პროკურატურაო .,, პროკურატურა და მთელი სახელმწიფო მანქანა უკვე ,,დაინტერესდა,, ჩემი ოჯახით. ეხლა მე მაინტერესებს, დრო ნუ გაჰყავთ, სადაა შალვა ორი დღის განმავლობაში და ჩემი ადვოკატის თანდასწრებით ჩაუტარდეს სისხლის ანალიზი. კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, შალვა ფსიქიურადაა ავად და ღებულობს ფსიქოტროპულ მედიკამენტებს. რასთან რეაქციაში თქვენმა წამლებმა შეიძლება ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანოს.
კიდევ ერთხელ ვაცხადებ, ჩემი შვილი გადამალული ჰყავს პროკურატურას. თქვით, თუ დაკავებული გყავთ რის საფუძველზე და რატომ მალავთ. თუ გატაცებული გყავთ და აშტერებთ წამლებით, ეს მაინც არ დაიმალება.”

comments