ივლისი 26, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

სააკაშვილის 3 მოთხოვნა – “მე უნდა მომეცეს საშუალება თავისუფლად ჩამოვდიოდა ჩემ ქვეყანაში”

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში ოპოზიციის ნაწილის შესვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ მათი პარლამენტში შესვლა, ბევრ რამეზე დაფიქრების საფუძველს იძლევა.

მიხეილ სააკაშვილი:

“პოლიტიკური კრიზისის ნორმალიზაციისთვის, საჭიროა:
1. ნიკა მელია, ენმ-ს თავმჯდომარე დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული ყოველგვარი დამამცირებელი პირობების გარეშე, იმ მოთხოვნებით, რომელიც მან წამოაყენა, რომელიც არის კანონიერი და ბოლომდე დასაბუთებული.

2. უნდა შეწყდეს პოლიტიკურ დევნა უამრავი ადამიანის, მაგალითად ნამახვანის აქციაზე დაკავებული აჭარელი და სხვა აქტივისტების, იგივე გიორგი მუმლაძის, უამრავი სხვა ადამიანის.

3. მე უნდა მომეცეს საშუალება თავისუფლად ჩამოვდიოდე ჩემს ქვეყანაში და მქონდეს ურთიერთობა ჩემ მხარდამჭერებთან, ამომრჩეველთან და ქართულ საზოგადოებასთან.

მოვუწოდებ ყველა პარტიას, დადგნენ პარტიულ ინტერესებზე მაღლა, ნუ იფიქრებენ, რომ თუ სააკაშვილი ვერ ჩამოვა ქვეყანაში, ეს მათ გაუადვილებს სიტუაციას, პირიქით, გაურთულებთ.”

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით,  ყველა შემთხვევაში ჩამოვა საქართველოში და ყველა შემთხვევაში იქნება ქართველი ხალხის გვერდით. ის მოუწოდებს ყველა პარტიას ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა დადგნენ.

 

დატოვეთ კომენტარი