მაისი 11, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ინდოეთში ყოველდღიურად 3 ათასზე მეტი ადამიანი იღუპება

150 მილიონს გადააჭარბა კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა მსოფლიოში. რთული ვითარებაა ინდოეთში, სადაც ყოველდღიურად კოვიდი 300 ათასზე მეტ ადამიანს უდასტურდება და 3 ათასზე მეტი იღუპება.

ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარ მოქალაქეებს ინდოეთის დროულად დატოვებისკენ და ქვეყანაში გამგზავრებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

სრული ლოკდაუნისთვის ემზადება თურქეთი, სადაც მკაცრი შეზღუდვები დღეიდან ამოქმედდება და 17 მაისამდე გაგრძელდება.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იტალია კი, შეზღუდვებს ბანგლადეშიდან ჩასულ მგზავრებს უწესებს.

დატოვეთ კომენტარი