მაისი 11, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ავსტრიის კანცლერმა ვლადიმერ პუტინს ჯო ბაიდენთან შეხვედრის ვენაში გამართვა შესთავაზა

ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა ვლადიმერ პუტინს ჯო ბაიდენთან შეხვედრის ვენაში გამართვა შესთავაზა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

„სატელეფონო საუბრის დროს ფედერალურმა კანცლერმა განაცხადა, რომ ვენა შესაძლო შეხვედრის ადგილი შეიძლება იყოს, თუ შეხვედრის გამართვის შესახებ შესაბამისი შეთანხმება მიღწეული იქნება“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

25 აპრილს ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა შესაძლოა ივნისში გაიმართოს.

აპრილში, სატელეფონო საუბრის დროს ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს მესამე ქვეყანაში ორმხრივი შეხვედრის გამართვა შესთავაზა.

დატოვეთ კომენტარი