ივლისი 27, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ლიონელ მესი ჩინური ვაქცინით აიცრება

არგენტინის ნაკრების მთელი შემადგენლობა, მათ შორის ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი ჩინური ვაქცინით აიცრება. ამის შესახებ ესპანური გამოცემა Marca წერს.

სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის კონფედერაციის გადაწყვეტილებით, კონტინენტის ჩემპიონატის (Copa America) ყველა მონაწილე, ვალდებული იქნება, ვაქცინაცია გაიაროს. ამ მიზნით ორგანიზაციამ ჩინური ვაქცინის 50 000 დოზა მიიღო.

სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი ფეხბურთში კოლუმბიასა და არგენტინაში 13 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

დატოვეთ კომენტარი