ივლისი 27, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

თამარ თორაძე პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს

“ზურაბიშვილმა რომ თქვა, – ჟორიკა რურუას გავათავისუფლებო, ვერ დავიჯერე… “ზარალასთანაც” ვაპირებ ბრძოლას” – თამარ თორაძე პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ გი­ორ­გი რუ­რუ­ას შე­წყა­ლე­ბის ფაქტს ეხ­მა­უ­რე­ბა თა­მარ თო­რა­ძე და მი­იჩ­ნევს, რომ პრე­ზი­დენ­ტმა უსა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. იგი 90-იანი წლე­ბის გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი და ბუ­რუ­სით მო­ცუ­ლი ტრა­გე­დი­ის გა­დარ­ჩე­ნი­ლი მსხვერ­პლია, რო­მელ­საც მთე­ლი ოჯა­ხი ერთ დღეს ამო­უ­ხო­ცეს. თა­მარ თო­რა­ძე სა­კუ­თა­რი ძმე­ბის იმე­დო და კახა თო­რა­ძე­ე­ბის და­ცხრილ­ვა­ში ბრალს გი­ორ­გი რუ­რუ­ას სდებს და ზედ­მი­წევ­ნით იხ­სე­ნებს, რო­გორ ჩა­ხე­და თვა­ლებ­ში და იცნო რუ­რუა, რო­მელ­მაც ავ­ტო­მა­ტის ჯერი მის თვალ­წინ გა­და­ა­ტა­რა მის ძმებს.

“როცა პირ­ვე­ლად გა­მო­ვი­და ტე­ლე­ვი­ზი­ით სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და თქვა, რომ უნდა შე­ე­წყა­ლე­ბი­ნა ჟო­რი­კა რუ­რუა, ვერ და­ვი­ჯე­რე. რა­ღაც შეც­დო­მა მე­გო­ნა. ახ­ლაც გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია! მკვლე­ლი გა­მო­უშ­ვეს გა­რეთ, რო­მელ­მაც ოჯა­ხი და­მი­ხო­ცა თვალ­წინ. კი­დევ რამ­დე­ნი გა­ა­უ­ბე­დუ­რა, ვინ იცის…

საქ­მე­ში დევს ეს ყვე­ლა­ფე­რი. ვფიქ­რობ, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი უნდა გა­დად­გეს ამის შემ­დეგ. ვინც შე­ი­წყა­ლა, ყვე­ლა კრი­მი­ნა­ლი იყო, რა­ტომ მო­ვი­და, რომ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნა, ვის და­ვა­ლე­ბას ას­რუ­ლებს?

– საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში თა­ნად­გო­მა გა­მო­გი­ცხა­დათ FBI- მ. რა ხდე­ბა ახლა, სი­ახ­ლე­ე­ბი ხომ არ არის?

– FBI, უბ­რა­ლოდ,შუ­ა­მა­ვა­ლია. ის იცავს ჩემს ინ­ტე­რე­სებს, რათა გა­მო­ძი­ე­ბამ ისე ჩა­ი­ა­როს, რომ მე თმის ღერი არ ჩა­მომ­ვარ­დეს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამე­რი­კის­თვის მისი ერთი მო­ქა­ლა­ქე ყვე­ლა­ფე­რია. შე­უძ­ლია მთელ ქვე­ყა­ნას ებ­რძო­ლოს ერთი ადა­მი­ა­ნის გამო. მთა­ვა­რია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში და­იძ­რას საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცე­სი.
– რა გეგ­მე­ბი გაქვთ? რო­გორ აპი­რებთ ბრძო­ლას?გაგრძელება

დატოვეთ კომენტარი