ივლისი 27, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

საქართველო რუსეთის “შავ სიაში” – რა შეიცვლება?

პრეზიდენტ პუტინის დავალებით, რუსეთის მთავრობა მალე გამოაქვეყნებს „არაკეთილგანწყობილი ქვეყნების“ სიას, რომელშიც აშშ-სთან ერთად, დიდი ალბათობით, საქართველოც იქნება. სხვა სიტყვებით, მათ “მტრულ ქვეყნებადაც” მოიხსენიებენ.

ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ „შავ სიაში“ მოხვედრილებს შეზღუდვები დიპლომატიური ხაზით დაუწესდებათ, თუმცა ექსპერტები მოელიან უფრო მეტი ბერკეტის ამოქმედებასაც. „არაკეთილგანწყობილი ქვეყნების“ სიის შედგენის იდეას სოციალურ ქსელებში მრავალნაირი ხუმრობა მოჰყვა, თუმცა როგორც რეალობა ცხადყოფს – საქმე მთლად სახუმაროდ არ არის.

„არაკეთილგანწყობილი ქვეყნების“ სიის გამოქვეყნების მიმართ მძაფრი ინტერესის ფონზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მედიას კიდევ ცოტა მოთმინებას ურჩევს.

„ვფიქრობ, რომ ეს (სია) მალე იქნება. მთავრობას აქვს კონკრეტული დავალება, გასაგები კრიტერიუმები, რომლებითაც ვხელმძღვანელობთ ამ სამუშაო პროცესში. ასე რომ, ვფიქრობ, დიდხანს ლოდინი არ მოგვიწევს“ – უთხრა ახლახან „რია ნოვოსტის“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის 23 აპრილის განკარგულებაზე დაყრდნობით მიღებული დავალების შესახებ.

დატოვეთ კომენტარი