მაისი 11, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

საქართველოში კოვიდ-პასპორტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია

საქართველოში კოვიდ-პასპორტზე მუშაობა თითქმის დასრულებულია. დოკუმენტის შექმნაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მუშაობს.

„ეს ძირითადად, შემოიტანეს იმ ქვეყნებმა, რომელთა ეკონომიკაც ტურიზმზე ძალიან არის დამოკიდებული. უნდათ, რომ რაღაცნაირად არეგულირონ ეს პროცესი, რომ ჯერ ერთი, რომ მოსახლეობას ისევ ჰქონდეს საშუალება, რომ იმოგზაურონ და თან დაიცვან ქვეყნები, რომ ინფექცია არ შემოვიდეს ამა თუ იმ ქვეყანაში. ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რის გამოც დაიწყეს ქვეყნებმა კოვიდ-პასპორტთან დაკავშირებით საუბარი. საქმე იმაშია, რომ ყველა ქვეყანას თავისებურად აქვს გაკეთებული. 3 რაღაცაა – ერთი არის PCR ბოლო 72 საათი, მეორე არის აცრა და მესამე არის თუ გაქვთ გადატანილი ინფექცია. მარტო ვაქცინაცია რომ მოეთხოვათ, იმის გამო, რომ  ჯერ ვაქცინა საკმარისი არაა, ბევრი ვერაა აცრილი და ეს შეიძლება ჩათვლილიყო ამ ადამიანების დისკრიმინაციად“, – აცხადებს ზაზა წერეთელი.

ექიმი ვასილ ხაჩიშვილი მიიჩნევს, რომ შეღავათები, რომელიც ვაქცინირებულ პირებს დაუწესდებათ, ვაქცინაცინაციის პოზიტიურ სტიმულაციას მოახდენს:

„პოზიტიური სტიმულაცია იქნება თუ ვაქცინირებულ მოსახლეობას ექნებათ საშუალება კომენდანტი საათის დროს გადაადგილების, თუ ექნებათ საშუალება დახურულ სივრცეებში შესვლის, ეს წაახალისებს ვაქცინაციის მსურველებს“, – განაცხადა ვასილ ხაჩიშვილმა.

ცნობისთვის, ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიმართავს, ვაქცინირებული ტურისტებისთვის შეზღუდვები მოხსნან. რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ ცალკეული ევროპული ქვეყნები ჯერ უცნობია.

დატოვეთ კომენტარი