კვლავა “ფლანგვის დეტექტორმა” ჩაატარა. მათი ინფორმაციით, თბილისის მერიამ, პანდემიის პირობებში, 2020 წლის ნოემბრიდან დღემდე 647.195 ლარის ხელშეკრულებები გააფორმა “შპს გრინსერვის+”-თან, რომლის დამფუძნებელიც ლაშა ფურცხვანიძეა – ძველი თბილისის ყოფილი გამგებელი. მკვლევარი სალომე კვირიკაშვილის თქმით, თანხა მუნიციპალიტეტებიდან არამიზნობრივად იხარჯება და ამ თანხით ჯანდაცვის სამინისტროს მეტი და ხარისხიანი ვაქცინის დიდი დოზების შეძენა შეეძლო.
კოვიდ 19-ის პანდემიის დაწყებიდან, საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, საგარეო ვალი კი – იზრდება. ეკონომიკური კრიზისი პიკს აღწევს, ბიზნესი კი გადარჩენას ითხოვს, ამის პარალელურად, ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, მსგავსი ტენდერების გამოცხადება პირად ინტერესებს, კორუფციულ გარიგებებს ან სულაც, კომპეტენციის არქონას უკავშირდება.
მეტი ამბები
“თქვენ ხართ გაკოტრებული ოპოზიცია, არაფერი არ გაგაჩნიათ რეალურად, ერთადერთი, რაც ქონდათ დარჩენილი ბერკეტი, რომ რაღაცნაირად მომხდარიყო ომში ჩვენი ქვეყნის ჩართვა, ვერ მოახერხეს” – პრემიერი ოპოზიციას
რუსეთისთვის სანქციების დაწესება ჩვენი მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებას ნიშნავს – პრემიერი
საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ – ირაკლი კობახიძე