სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

რა სახის ყოველთვიური ფულადი დახმარების მოთხოვნა შეგიძლიათ და რა რაოდენობით – ნახეთ, ფულადი დახმარების კიდევ ერთ პროგრამა

საყოფაცხოვრებო სუბსიდია ყოველთვიური ფულადი სახის გასაცემელია, რომელიც სხვადასხვა სოციალურ კატეგორიას მიკუთვნებულ პირთა წრისათვის საყოფაცხოვრებო-კომუნალური საჭიროებების უზრუნველსაყოფად არის განკუთვნილი და სხვადასხვა დროს დაზარალებულ პირთა დახმარებისთვის გამოყოფილი პენსიაა თანხის სხვადასხვა ოდენობით.

ვის ენიშნება საყოფაცხოვრებო სუბსიდია?

საყოფაცხოვრებო სუბსიდია ენიშნებათ პირებს იმ შემთხვევაში თუ საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნის მომენტისათვის ისინი სოციალური მომსახურების სააგენტოში აღრიცხულნი იქნებიან სახელმწიფო პენსიის მიმღებად. საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება აქვს ქვემოთ ჩამოთვლილ კატეგორიას მიკუთვნებულ პირებს, ყოველთვიურად შემდეგი ოდენობით:

მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მიღებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს – 44 ლარის ოდენობით,

 

  • მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს – 44 ლარის ოდენობით,

 

  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულთა შვილებს 18 წლის ასაკამდე, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე შვილებს, ასაკის მიუხედავად, აგრეთვე მეუღლეს, რომელიც შემდეგ აღარ დაქორწინებულა და შრომისუუნარო მშობლებს (თითოეულ ოჯახს) – 44 ლარის ოდენობით,

 

  • მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ პირებს – 22 ლარის ოდენობით,

 

  • სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილეებს – 22 ლარის ოდენობით,

 

  • მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების დროს ან შემდგომ პერიოდში დაღუპული (უგზო-უკვლოდ დაკარგული, გარდაცვლილი), აგრეთვე ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შემდგომ პერიოდში დაღუპული (უგზო-უკვლოდ დაკარგული, გარდაცვლილი) მეომრების ოჯახების შვილებს 18 წლის ასაკამდე, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე შვილებს ასაკის მიუხედავად, მეუღლეს, რომელიც შემდეგ აღარ დაქორწინებულა და შრომისუუნარო მშობლებს (თითოეულ ოჯახს) – 22 ლარის ოდენობით,

 

  • სამხედრო ძალების ვეტერანებს მოხუცებულობის გამო საპენსიო ასაკის მიღწევისას – 22 ლარის ოდენობით,

 

  • ჩერნობილში ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციისას დაინვალიდებულ პირებს – 7 ლარის ოდენობით,

 

  • ჩერნობილში ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებს – 7 ლარის ოდენობით,

 

  • ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შედეგად მარჩენლის დაკარგვისათვის პენსიის მიმღებ ოჯახებს – 7 ლარის ოდენობით,

 

  • პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირებსა და მათი ოჯახების შრომისუუნარო წევრებს – 7 ლარის ოდენობით,

 

  • ქ. თბილისში, 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს – 44 ლარის ოდენობით,

 

  • ქ. თბილისში, 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაღუპულთა შრომისუუნარო მშობლებს, შრომისუუნარო მეუღლეს, რომელიც შემდეგ აღარ დაქორწინებულა, არასრულწლოვან შვილს ან/და ნაშვილებს – 44 ლარის ოდენობით,

 

  • ქ. თბილისში, 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებულ პირებს – 22 ლარის ოდენობით.

 

ვის უნდა მიმართოთ საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დასანიშნად და რა დოკუმენტებია საჭირო?

 

პირმა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დასანიშნად, უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს და წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

 

საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი,

 

შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნა განხორციელდება პირის მიერ განცხადებისა და საჭირო დოკუმენტის სააგენტოში შეტანის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

განმარტავენ,სოციალური მომსახურების სააგენტოში.

დატოვეთ კომენტარი