სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ჩინური რაკეტის ნაწილები ინდოეთის ოკეანის თავზე დაიშალა

ჩინური უკონტროლო რაკეტის ნაწილები, რომლებიც დედამიწისკენ ეშვებოდა, ინდოეთის ოკეანის თავზე დაიშალა, ნაწილი კი ოკეანეში ჩაცვივდა.

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ნამსხვრევების ძირითადი ნაწილი ატმოსფეროში შესვლის დროს განადგურდა, თუმცა ნაწილი ინდოეთის ოკეანეში,  თბილისის დროით 06:24 საათზე, მალდივის კუნძულების დასავლეთით ჩაცვივდა.

22 ტონიანი რაკეტა Long March 5B ჩინეთმა 28 აპრილს გაუშვა და ამით საკუთარი კოსმოსური სადგურის მშენებლობა დაიწყო.

დატოვეთ კომენტარი