ივნისი 24, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

საკოორდინაციო საბჭო მომდევნო დღეებში შეზღუდვების გახანგრძლივების საკითხზე იმსჯელებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საკოორდინაციო საბჭო მომდევნო დღეებში შეზღუდვების გახანგრძლივების საკითხზე იმსჯელებს.

„ვნახოთ, დავაკვირდეთ. ალბათ, სამშაბათს ან ოთხშაბათს ჩატარდება საკოორდინაციო საბჭო. მოგეხსენებათ, ამ გადაწყვეტილებას სწორედ საბჭო იღებს. არ მგონია, ახლა სიტუაცია მართვადია.

კი არის ზეწოლა ჯანდაცვის სისტემაზე, მაგრამ ჯანდაცვის სისტემას საკმაო გამოცდილება აქვს მიღებული და უძლებს ამ ზეწოლას. ყველა ერთად თუ დავიცავთ წესებსა და რეკომენდაციებს, მაშინ დამატებითი შეზღუდვები არ გვინდა,“ – განაცხადა გამყრელიძემ.

დატოვეთ კომენტარი