სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

“დაიჭირეს კიდევაც და გირაოც მიიღო ძალიან კარგად” – ღარიბაშვილი მელიაზე

ნიკა მელია ამბობდა, რომ ვერ დაიჭერდნენ და არც გირაოს გადაიხდიდა, ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ დაიჭირეს და გირაოც მიიღო – ასე ესმის პრემიერ ღარიბაშვილს ევროკავშირის მხრიდან ნიკა მელიასთვის გირაოს თანხის გადახდა.

ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, მელია აღარ არის საინტერესო

“აღარ არის საინტერესო… დღეს ქვეყანაში გვაქვს უამრავი პრობლემა, მოსახლეობას აქვს უამრავი პრობლემა, როგორიც არის სიღარიბე, უმუშევრობა, კოვიდპანდემია, არ მაინტერესებს გაუგებარი პოლიტიკოსების უნიჭოდ დადგული სპექტაკლები და შოუ.

მე მაქვს შემდეგი პოზიცია – ჩვენ კარგად გვაქვს ეს ადამიანი ამბობდა, რომ ვერც დაიჭერდნენ და არც გირაოს გადაიხდიდა, რა თქმა უნდა, კანონი აღსრულდა და ჩვენ ნებართვას არასდროს არავის შევეკითხებით, რომ კანონი აღსრულდეს და ყველა დაემორჩილოს კანონს. ყველამ უნდა დაიმახსოვროს, რომ ამ ქვეყანაში არავინ დგას და არავინ იდგება კანონზე მაღლა, არც კანონზე დაბლა, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ არავის შევეკითხებით ნებართვას, მათ შორის არც ამ გაუგებარ ადამიანს, რომელიც ტყუილად ბაქი-ბუქობდა და ამბობდა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა. აღმოჩნდა, რომ დაიჭირეს კიდევაც და გირაოც მიიღო ძალიან კარგად”, – თქვა ღარიბაშვილმა.

ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა – 40 000 ლარი გუშინ, “საიას” დახმარებით ჩარიცხა. 

დატოვეთ კომენტარი