ივნისი 24, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ნიკა მელიას გეგმები

ოპოზიციის ლიდერი, რომლის პოლიტიკური პატიმრობა ევროკავშირმა აღიარა, თავისუფალია. ნიკა მელიამ რუსთავის ციხე 77-დღიანი პატიმრობის შემდეგ ცოტა ხნის წინ დატოვა. ოპოზიციის რამდენიმეთვიანი დაპირისპირება ხელისუფლებასთან საბოლოოდ ევროკავშირის ჩარევითა და მთავარი პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებით დასრულდა.

მხარდამჭერები ნიკა მელიას რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულების ჭიშკართან. ციხიდან გამოსვლისთანავე ოპოზიციის ლიდერმა მომავალ პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა და ბრძოლის გაგრძელება დააანონსა. მთავარი მისია, რომელიც ახლა ნაციონალური მოძრაობის ლიდერს ეკისრება ოპოზიციის ხელახალი გაერთიანებაა.

დატოვეთ კომენტარი